
გამომწვევი სოკო – Colletotrichum acutatum J.H.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 20-25°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%-ზე მეტი.
დაავადების სიმპტომები. ანთრაქნოზის სიმპტომები ჩნდება ლურჯი მოცვის ფოთლებზე, ნაყოფებზე და ყლორტებზე.
დაავადებულ ფოთლებზე ფორმირდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ამავე დროს, ნაყოფებზე ჩნდება ჩაზნექილი უბნები და მათ ზედაპირზე კი შეინიშნება ნარინჯისფერი ფიფქი. ანალოგიური სახის ჩაზნექილი უბნები წარმოიქმნება დაავადებული მცენარის ყლორტებზეც.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ ადრე გაზაფხულზე გამოიყენება 3%-იანი ბორდოული სითხე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში – სპილენძის შემცველი ფუნგიციდები. ასევე დაავადების წინააღმდეგ წამლობებისას ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება პროპინების, მანკოცების, ტრიფლოქსისტრობინის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
-
მაყვალი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება 18.01.2019 2616 ნახვა
-
ვაშლი - ბაღის მოვლა, სხვლა-ფორმირება, მოსავლის აღება 11.01.2019 7803 ნახვა
-
კარტოფილის იაროვიზაცია - მნიშვნელობა და წესები 17.01.2019 5432 ნახვა