ჭარხლის მოსავლის აღება-შენახვის ძირითადი წესები
15 / 01 / 2019

აღების ვადა. სუფრის ჭარხლის მოსავლის აღება იწყება, როცა ძირხვენები ჯიშისათვის დამახასიათებელ ზომას მიაღწევს. მწვანე ფოთლებიანი ჭარხალი იკრიფება დათესვიდან 70 დღეში, ხოლო ძირხვენა (ფოთლების გარეშე) შედარებით უფრო გვიან, მაგრამ სრული დამწიფების სტადიამდე, განსაკუთრებით თუ ჭარხალი ხანგრძლივი შენახვისთვის არის განკუთვნილი.

აღების მეთოდები. აღება ხდება მანქანებით, ან ხელით, ყინვების დაწყებამდე, მშალ მზიან ამინდში. გაშრობის, ფოთლების მოცილების და დახარისხების შემდეგ ძირხვენები ბადურებში იყრება.

შენახვის წესები. შესანახად გამოიყენება მხოლოდ მშრალი, საღი და ხარისხიანი ძირხვენები. ჭარხალი ინახება 0°С ტემპერატურის და 90% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.

წითელი ჭარხალი ვენტილირებული საწყობის პირობებში 4-6 თვე შეიძლება ინახებოდეს და სამაცივრე საწყობში – 8-10 თვე. შენახვის წინ ჭარხალს უნდა მოსცილდეს ზედა ფოთლები და სორტირებული (გადარჩეული) უნდა იქნას დაავადებული და დაზიანებული ფესვების მოცილების მიზნით. დიდი ძირხვენები უკეთესად ინახება, რადგან მათი ჭკნობის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს.
წითელი ჭარხალი შეიძლება შენახული იქნეს ორმოებში და თხრილებში. მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ორმოები და თხრილები საჭიროებს იზოლაციას, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტემპერატურის ცვლილება. ტემპერატურა არ უნდა დაეცეს -0.5 °C-ზე ქვემოთ და არ უნდა აღემატებოდეს 5°C-ს, რაც მინიმუმამდე შეამცირებს გაყინვით, კვირტების გამოღებით და ლპობით გამოწვეულ დანაკარგს.

მსგავსი სიახლეები