ხახვი - მოსავლის აღება-შენახვის წესები
15 / 01 / 2019

ხარისხის მაჩვენებლები. მაღალი ხარისხის ხახვს უნდა ჰქონდეს ზრდასრული (დამწიფებული) მკვრივი ბოლქვები და კომპაქტური ფურცლები. მშრალი კანის ზომა, ფორმა და ფერი დამოკიდებულია სახეობაზე. რაც მთავარია, ხახვს არ უნდა ჰქონდეს მექანიკური ან მწერებისაგან მიღებული დაზიანება, ლპობის ნიშნები, მზისგან დამწვრობა, გამწვანებული ფოთლები, გაღივებული, დაზიანებული, გაყოფილი, შევიწროებული ყელი (ხახვი, რომელსაც უჩვეულოს სქელი ყელი აქვს ზომიერად განვითარებული ბოლქვით) და ნებისმიერი სხვა დეფექტი.

სიმწიფის მაჩვენებლები. მცენარის სიმწიფე დამოკიდებულია მისი მოყვანის დანიშნულებაზე. შესანახად გამზადებული ხახვი უნდა მოიკრიფოს მაშინ, როცა თავის ფოჩების 50-80% ჩამოვარდნილია და ბოლქვი შემოსულია. მოსავალი უფრო კარგი იქნება, თუ მისი აღება მას შემდეგ მოხდება, როცა თავი სრულად გაშრება, თუმცა ამ შემთხვევაში ბოლქვებს საწყობში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლე ექნება. სიმწიფის დასაჩქარებლად, ფოჩები შეიძლება მსუბუქი შესახვევით შეიხვეს, მას შემდეგ რაც თავების 10% ჩამოცვივდება. აღებამდე დაახლოებით 7 დღით ადრე, ბოლქვები შეიძლება გადაიჭრას დანით. თუმცა ამგვარი სახით ამოღებული ხახვი ხანგრძლივი შენახვისთვის არ გამოდგება. მწვანე ხახვი, რომელიც კონებად უნდა გაიყიდოს, კარგია, სანამ ბოლქვი ძალიან გაიზრდება. მწვანე ხახვი დაახლოებით ფანქრის ზომის ფაზაში უნდა მოიკრიფოს.

შენახვის ოპტიმალური პირობები. მწვანე ხახვის კონები ინახება 3-4 კვირა 0°C ტემპერატურაზე და 95-98% ტენიანობის პირობებში. ამისთვის, ხახვის კონები ინახება პოლიეთილენის ფენებიან კონტეინერში და ზემოდან ედება ყინულის ნატეხები. ამგვარად ხახვი ინარჩუნებს საუკეთესო ხარისხს 1 თვის განმავლობაში.
ჩვეულებრივი მშრალი ხახვი ინახება 6-9 თვე 0°C ტემპერატურაზე და 65 – 75% ტენიანობის პირობებში. მაღალი ტენიანობა იწვევს ფესვის ზრდას, ხოლო მაღალი ტემპერატურა იწვევს გაღივებას.
ზომიერი ტიპის ან ტკბილი ხახვის სახეობების შენახვა შეიძლება 1-3 თვე – ისინი ინახება ჩვეულებრივ საწყობში ცივი, ცირკულირებადი ჰაერის პირობებში, ან ოთახ-მაცივრებში. აღსანიშნავია, რომ ხახვის სახეობები, რომლებიც თესლიდან იზრდება გაცილებით უკეთესად ინახება, ვიდრე ბოლქვებიდან.

მსგავსი სიახლეები