15 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო – Didymella applanata.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 22-25°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.
დაავადების სიმპტომები. ახალგაზრდა ღეროებზე და ყუნწებზე ჩნდება მუქი-ყავისფერი, მეწამული, ან მუქი ლურჯი ლაქები და ზოლები. დროთა განმავლობაში ეს დაზიანებები იზრდება და ხდება ღეროს დასკდომა.
დაავადებული მცენარე სუსტდება, ზრდაში ჩამორჩება და ქვეითდება მისი ყინვებისადმი გამძლეობის უნარი.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ღეროების შემცირება და ჰაერაციის გაუმჯობესება.
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ საჭიროა ჩატარდეს წამლობები, ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ. წამლობებისათვის გამოიყენება პირაკლოსტრობინის, აზოქსისტრობინის, სპილენძის ჰიდროქსიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
-
კარტოფილის ფიზიოლოგიური დარღვევები შენახვის პერიოდში 15.01.2019 2300 ნახვა
-
მუხუდო – აგრობიოლოგიური დახასიათება 15.01.2019 3346 ნახვა
-
წიწაკის ანთრაქნოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2181 ნახვა