სალათის ფიზიოლოგიური დარღვევები შენახვის პერიოდში
15 / 01 / 2019

თავიანი სალათის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია კიდეების  დამწვრობა, ყავისფერი სილაქავე, გამუქება და ძარღვების გავარდისფრება  (Ryall and Lipton, 1979; Saltveit, 1997b). მაგარი თავები უფრო მიდრეკილია ზემოაღნიშნული დაზიანებების მიმართ. კიდეების დამწვრობა ველზე წარმოიქმნება, მაგრამ ხანდახან ის ძლიერდება მოსავლის აღების შემდეგ.  კიდეების დამწვრობით დავადებულ სალათს ახასიათებს  ფოთლების ნეკროზული კიდეები. ყავისფერ სილაქავეს იწვევს ეთილენის ზემოქმედება და ეთილენის მიერ ფენოლური ნაერთების სინთეზის, დაგროვების და ჟანგვის   სტიმულირება დაახლოებით 5°C ტემპერატურაზე. ყავისფერი სილაქავე სერიოზული დანაკარგების მიზეზი შეიძლება  გახდეს. ყავისფერი სილაქავისას ჩნდება მუქი ყავისფერი ოვალური დაზიანება სალათის ძარღვებზე და მწვავე შემთხვევებში ფოთლების ქსოვილზეც. ყავისფერ სილქავესთან საბრძოლველად შენახვის ატმოსფერო არ უნდა შეიცავდეს ეთილენს და ტემპერატურა 2 °C (35.6 °F)–ზე დაბალი უნდა იყოს. დაუშვებელია სალათის შენახვა ეთილენის მწარმოებელ ხილთან, მაგალითად ვაშლთან, ნესვთან, მსხალთან და ატამთან ერთად. ყავისფერი სილაქავის თავიდან აცილების ეფექტური საშუალებაა O2 –ის დაბალი კონცენტრაციის  (1 – 8%) მქონე ატმოსფეროში შენახვა. გამუქებას ანუ ყავისფერ ლაქებს იწვევს > 2.5% CO2–ის ზემოქმედება. სალათს უჩნდება დიდი, არათანაბარი კიდეების მქონე ყავისფერი ლაქები ან ზოლები. ძარღვების გავარდისფრება ჩნდება მაშინ, როდესაც სალათის გადამწიფებული თავები შედარებით მაღალ ტემპერატურაზე ინახება. ჩვეულებრივ ხდება შუა ძარღვის გავარდისფრება. ამ დარღვევის მიზეზი უცნობია.

მსგავსი სიახლეები