კიტრის მწვანე მოზაიკა - სიმპტომები და პროფილაქტიკა
17 / 01 / 2019

გამომწვევი ვირუსი – Cucumber green mottle mosaic virus.

დაავადება ძირითადად დაცულ გრუნტშია გავრცელებული. იგი იწვევს მცენარის ზრდის შეფერხებას. კიტრის მწვანე მოზაიკის ვირუსი ინახება ნიადაგში არსებულ დაავადებულ მცენარეულ ნარჩენებში. გარკვეულ შემთხვევებში ვირუსის გავრცელება შესაძლოა მოხდეს დაზიანებული სათესლე მასალით. ვირუსის გადამტანი მავნებელი მწერების სახეობები დღემდე უცნობია.

დაავადების სიმპტომები – ახალგაზრდა ფოთლებზე და ნაყოფებზე მწვანე მეჭეჭები ჩნდება. ფოთლის ფირფიტა განიცდის დეფორმაციას. გარკვეულ შემთხვევებში ნეკროზულმა უბნებმა შესაძლოა მიიღონ მოთეთრო შეფერილობა.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობის დაცვა – ამ დროს სასურველია თუ მოხდება პომიდორის ან წიწაკის წარმოება, რადგან ეს კულტურები არ ითვლებიან მოცემული ვირუსის მასპინძელ მცენარეებად;
  • სათესლე მასალის დეზინფექცია;
  • სათბურში საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ასევე აღსანიშნავია რომ დაავადების გავრცელების შანსები კლებულობს მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 16ºC – ზე მეტია
  • დაზიანებული მცენარეების მოცილება-განადგურება და სასოფლო სამეურნეო ინვენტარის დეზინფექცია.
მსგავსი სიახლეები