მსხლის ჯიშები - გოგრა მსხალი
17 / 01 / 2019

ნაყოფის აღწერა - ნაყოფი საშუალო ზომისაა (6.3X5.4), გაურკვეველი მოყვანილობის, ბორცვიანი ზედაპირით. ნაყოფის კანი გლუვია, მკვრივი, მომწვანო-მოყვითალო, ცალი გვერდი ხშირად ბაც-ვარდისფრად არის შეფერილი, ახასიათებს სუსტი ცვილისებრი ფიფქი. კანზე კარგად ემჩნევა ხშირი და მუქი კანქვეშა წერტილები. რბილობი მოყვითალო-თეთრია, მსხვილმარცვლოვანი, საშუალო-წვნიანი და ტკბილი. ხასიათდება კარგი გემური თვისებებით.

მსხმოიარობაში შესვლა - ძლიერად მზარდი ხეა, ივითარებს ხშირად დატოტვილ მრგვალ ვარჯს. ძლიერ საძირეზე დამყნილი მე-7-8 წელს შედის მსხმოიარობაში. მსხმოიარობა რეგულარულია, მკაცრი მეწლეობა არ ახასიათებს. სრული მსხმოიარობის ასაკში ერთი ხე საშუალოდ იძლევა 250 კგ-მდე მოსავალს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი მოსავალი შესაძლოა 400 კგ-მდე იყოს. გვიან ყვავილობს ამიტომ გაზაფხულის წაყინვებისაგან ყვავილის დაზიანება იშვიათია.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ - ნაყოფი იკრიფება სექტემბრის პირველ ნახევარში.

დამატებითი ინფორმაცია - შენახვის კარგ პირობებში ძლებს 2-3 კვირა. ნაკლებად იტანს ტრანსპორტირებას. თუმცა ნაყოფი ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით. ნაყოფი ადვილად ავადდება ქეცით. პრაქტიკულია სამრეწველო ბაღებში გასაშენებლად.

მსგავსი სიახლეები