
თესლის თერმული დამუშავება ორი წესით წარმოებს: სველი გახურებით და მშრალი გახურებით.
სველი გახურება. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც მასალა დაზიანებულია რაიმე სახის დაავადებით. ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით და თესლის გაუსნებოვანებისათვის მიმართავენ თერმულ დეზინფექციას სველი გახურებით. კიტრის საზამთროს და ნესვის თესლს 20 წუთით ჩაუშვებენ 50 ⁰C-მდე გაცხელებულ წყალში. ამ ტემპერატურას ინარჩუნებენ გაცხელების მთელი დროის განმავლობაში, რისთვისაც თანდათან უმატებენ ცხელ წყალს.
მშრალი გახურება. თესლის ბუნებრივი (მზის სხივებით) ან ხელოვნური (თერმოსტატში) გახურებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად ამაღლდეს კულტურის მოსავლიანობა.
ბუნებრივი გახურებისას თესლს ათავსებენ ბრეზენტზე ან სხვა სახის საფენზე 2-4 სმ სისქის ფენად და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიჩბით ურევენ (აბრუნებენ).
-
ხურმის ჯიშები - ჰაჩია “იაპონური ხურმა” 15.01.2019 2689 ნახვა
-
კივის (აქტინიდია) წამლობების ტაბულა 17.09.2019 715 ნახვა
-
კიტრის ფესვის და ღეროს სიდამპლე 18.01.2019 1929 ნახვა