ლიმონი – სასარგებლო თვისებები
17 / 01 / 2019

ლიმონი (Citrus limon) შეუცვლელია ადამიანის რაციონში, განსაკუთრებით-შემოდგომა ზამთრის პერიოდში, როდესაც იზრდება გაციებისა და სხვადასხვა ვირუსებით დაავადების ალბათობა.  ლიმონის ძირითადი შემადგენელი ნაწილია წყალი და ლიმონჟამა. გარდა ამ ძირითადი კომპონენტებისა, ის შეიცავს საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს  (А, С, В1, В2, D, Р) და მინერალურ მარილებს.

ლიმონის სასარგებლო თვისებებილიმონს გააჩნია სამკურნალო თვისებები და გარდა ამისა, ის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ჯერ კიდევ ძველ დროში ეგვიპტის მაცხოვრებლები ლიმონს იყენებდნენ  ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, მორიელის ნაკბენის წინააღმდეგ. С და  Р ვიტამინების წყალობით ლიმონის წვენს  შეუძლია გაანეიტრალოს შხამი, ნაკბენ ადგილას. ამ შედეგს ქმნის ლიმონის წვენს ასევე იყენებენ კუჭნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად, ნაღვლის ბუშტიდან კენჭის გამოსადევნად, და ათეროსკლეროზისაგან  განსაკურნავად. ანგინის დროს კარგ სამკურნალო საშუალებად ითვლება იყენებენ  ნახევარი ლიმონის წვენი  გაზავებული ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში, ყელში გამოსავლებად. კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ანგინის საწინააღმდეგოდ არის მისი რბილობის და კანის ღეჭვა. ასეთი პროცედურის შემდეგ არ შეიძლება ერთი საათი არც საკვების და არც წყლის მიღება, რადგან ამ პერიოდში ხდება ეთერზეთების შთანთქმა და მათი სასარგებლო მოქმედების დაწყება. გაუზავებელი ლიმონის წვენი ასუფთავებს ყელში დიფტერიულ ნარჩენებს. ლიმონს იყენებენ თავის ტკივლის დროსაც – თუ მოვაცლით ლიმონს რბილ ნაწილს და დავიდებთ მტკივან ადგილას, ტკივილი გაივლის 15 წუთში.

ლიმონი სასარგებლოა კუჭის დაბალი მჟავინოაბის დროს. ხოლო მაღალი მჟავიანობის დროს კი პირიქით – სახიფათოა. ლიმონი ეფექტური საშუალებაა ავიტამინოზის წინააღმდეგ და რაც მთავარია ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს. ლიმონის წვენი აძლიერებს სისხლძარღვებს, აქვს ანტისკლეროზული და ანტიტოქსიკური ეფექტი. მის წვენს სოდასთან ერთად იყენებენ ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს. (ნახევარი ლიმონის წვენი + ნახევარი ჩაის კოვზი სოდა). ლიმონის წვენი  აჩერებს ცხვირიდან სისხლდენას, არეგულირებს გულისცემას, და ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ძალები ძლიერი სტრესის შემდეგ.

კოსმეტოლოგიაში ლიმონს იყენებენ როგორც სიბერის საწინააღდეგო საშუალებას და კანის გასასუფთავებლად. თუ გინდათ, რომ თქვენი თმები გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და ბზინავდეს, აუცილებლად უნდა გაივლოთ თმა ლიმონის წვენით, გაზავებულ ძმართან თანაფარდობით 2 ჩ/კ ლიმონი და 2 ს/კ ძმარი ერთ ლიტრა წყალზე.

ლიმონის კალორია შეადგენს 30 კკალ/100გრ-ზე.

მსგავსი სიახლეები