ფეიჰოა – პლანტაციის გაშენების აგროწესები
17 / 01 / 2019

ზოგადი დახასიათებაფეიჰოა (Feijoa sellowiana) მარადმწვანე, მრავალწლიანი 2.5-3.5 მ-მდე ბუჩქია გადაშლილი ვარჯით. ფეიჰოას ნაყოფი რბილი, მუქი მწვანე კენკრაა, მარწყვისა და ანანასის არომატით. ფეიჰოას ნაყოფი შეიცავს ორგანიზმისათვის ადვილად შესათვისებელ იოდს, რაც მას განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ფეიჰოას მწიფე ნაყოფი შეიცავს: მშრალ ნივთიერებას 30.7-40.3%, შაქრებს 8.2- 12.5%, სიმჟავეს 2.3-3.1%. ფეიჰოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, არგენტინა), სადაც ის ტროპიკულ ტყეებში მარადმწვანე ბუჩქებად იზრდება.

ნიადაგის შერჩევა/მომზადება. ფეიჰოა კარგად ვითარდება საშუალო, მსუბუქ თიხნარ, ასევე ალუვიურ, ეწერ, სუსტ ეწერიან ნიადაგებზე, ვერ ეგუება ჭარბტენიან, ძლიერ მჟავე და ტუტე არეს რეაქციის მქონე ნიადაგებს.

სარწყავ რაიონებში ფეიჰოას გაშენება შეიძლება მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზედაც, მორწყვის ნორმების აუცილებელი დაცვით.

ნიადაგს წინასწარ ამუშავებენ (ხნავენ) 45 სმ. სიღრმეზე, დამუშავებისას შეაქვთ ფოსფორიანი სასუქი 200-250 კგ. 1 ჰა-ზე. (სუფთა ნივთიერება).

საქართველოში ფეიჰოას გაშენებისათვის ოპტიმალური პირობებია აფხაზეთში, გურია-სამეგრელოში  (აბაშა, სენაკი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი).

რელიეფიფეიჰოას გაშენება შესაძლებელია როგორც ვაკე ადგილებზე, ასევე გორაკ-ბორცვიან ზონებში.

დასარგავი ორმოს მომზადება-განოყიერება და დარგვის წესი. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ითხრება 30-40 სმ. სიღრმის ორმოები, სადაც შეაქვთ 10 კგ. ტორფკომპოსტი, 250გრ. სუპერფოსფატი და 100 გრ. კალიუმის მარილი.

როგორც წესი, ნერგების ფესვებს გარშემო აკრავს მიწის კოშტი და შეფუთულია პოლიეთილენის პარკში. ასეთ ნერგს დარგვისას ფრთხილად აშორებენ პოლიეთილენის პარკს და მიწის კოშტთან ერთად ათავსებენ ზემოთ აღნიშნული წესით მომზადებულ ნიადაგის ნარევში, შემდეგ ნერგს ასწორებენ ვერტიკალურად, ფრთხილად აყრიან ნიადაგს და ტკეპნიან.

ნერგიდასარგავად გამოიყენება პოლიეთილენის პარკში გამოყვანილი 1 ან 2 წლიანი სტანდარტული ნერგები.

სასურველია თვითდამამტვერიანებელი ჯიშების წარმოება. ხოლო ჯვარედინდამამტვერიანებელი ჯიშების გაშენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა.

დარგვის სქემებიდარგვის გავრცელებული სქემა არის 4 მეტრი მწკრივებს შორის, 3 მეტრი მწკრივში მცენარეთა შორის.

დარგვის დრო. ნერგებით პლანტაციის გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე 15 სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე. ასევე დარგვა შესაძლებელია გაზაფხულზე, პირველი მარტიდან აპრილის ბოლომდე.

მსგავსი სიახლეები