
17 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო – Sphaerotheca macularis.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 15-20°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 75-98%.
დაავადების სიმპტომები. ნაცრით დაავადებული მცენარის ფოთლების ზედაპირზე ჩნდება ღია-მწვანე ფერის ქლოროზული ლაქები. ფოთლის ქვედა მხარეს, ლაქის გასწვრივ, ხშირ შემთხვევებში ვითარდება თეთრი ფერის ნადები. გარდა ამისა, დაავადებას ახასიათებს ფოთლების დახვევა.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
- დაავადებული ყლორტების მოცილება ნაკვეთებიდან.
- ოპტიმალური კვების არეების შერჩევა.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ წამლობისათვის გამოიყენება ტიფლოქსისტრობინის, პენკონაზოლის, დიფენოკონაზოლის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები. წამლობები ტარდება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ.
-
ლეღვის ჯიშები - ადრიატიკული თეთრი 18.01.2019 3427 ნახვა
-
ნუში - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება 15.01.2019 4502 ნახვა
-
ომბალო – მოვლა-მოყვანის აგროწესები 15.11.2018 8010 ნახვა