მევენახეობის მიკროზონები - ხვაჭკარა
17 / 01 / 2019

ხვანჭკარის მიკროზონა მდებარეობს რაჭის რეგიონში ამბროლაურის მინიციპალიტეტში, მდინარე რიონის ხეობაში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე. კლდეებით დაცული ქვაბული, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, აბორიგენული ვაზის ჯიშების - ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალურობა, ღვინის დამზადების ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს პროდუქტის ღირსებას. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო ხვანჭკარა მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულისაგან. ღვინო მუქი-ლალისფერია, გემოთი ჰარმონიული, ნახევრად ტკბილი, ჟოლოს ტონებით.

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ხვანჭკარა მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულისაგან. ღვინო მუქი ლალისფერია, გემოთი ჰარმონიული, ნახევრადტკბილი, ჟოლოს ტონებით.

მსგავსი სიახლეები