ჟოლო - მოსავლის აღება-შენახვის რეგლამენტები
17 / 01 / 2019

სიმწიფის ნიშნები. ჟოლოს სიმწიფის ძირითადი მანიშნებელია გარე ფერი. ჟოლო უნდა დაიკრიფოს მაშინ, როდესაც ნაყოფი მთლიანად წითელია თუმცა, სხვადასხვა კულტივარებს ოდნავ განსხვავებული წითელი ფერის ტონი აქვთ. არ შეიძლება ჟოლოს დაკრეფა, ვიდრე ნაყოფი სრულად არ მიიღებს წითელ შეფერილობას. ნაყოფში შაქრის შემცველობა დაკრეფის შემდგომ არ იზრდება და დამწიფებამდე მოკრეფილ ჟოლოს უგემური არომატი ექნება. ამას გარდა, დამწიფებამდე მოკრეფილი ჟოლოს მოცილება ყვავილსაჯდომიდან შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ამ დროს ჩამოცვივა ან დაზიანდება ნაყოფის მარცვლები. ჟოლოს ნაყოფი იოლად უნდა სცილდებოდეს ყვავილსაჯდომს, მოწყვეტის შემდეგ გვრჩება ნაყოფი რომელსაც აქვს ღრმული, ჟოლო ძალიან ფაქიზი კენკრაა, დაკრეფისას ან მისი შემდგომი სასაქონლო დამუშავებისას არ შეიძლება მისი დაზიანება და/ან დაჭყლეტა. კრეფისას ნაყოფის დაზიანების შედეგად ჟონავს სითხე და სიტკბო, რაც იწვევს მოსავლის სწრაფ გაფუჭებას. ნაყოფები იკრიფება ხელით და ფრხილად ეწყობა იმ ტარასი საიდანაც იგზავნება საწყობში.

მოკრეფის პირობები. ჟოლო უნდა დაიკრიფოს დღის ყველაზე გრილ პერიოდში, ჩვეულებრივ, დილით. მოვერიდოთ დაკრეფას, როდესაც რბილობის ტემპერატურა 27°C-ზე მაღალია და ნაყოფი ძალიან არამდგრადია დაჭყლეტით დაზიანებისადმი. ჟოლოს მოსავლის აღება არ შეიძლება მაშინ, როდესაც ნაყოფი სველია. ეს გაზრდის ობის განვითარების შემთხვევებს. ვინაიდან ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე-მესამე დღეს, სიმწიფის პერიოდი განსხვავებულია ჯიშების მიხედვით და გრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები. ჟოლო ძალიან მალფუჭებადი კენკრაა და დაკრეფის შემდეგი შენახვის პერიოდი მხოლოდ 4-7 დღეს შეადგენს. მოკრეფის შემდეგ უნდა განხორციელდეს ნაყოფების რბილობის სწრაფი გაგრილება 0-1° C-მდე, რათა შენახვისუნარიანობა გაიზარდოს.

აუცილებელია ცივად შენახვის ციკლის შენარჩუნება ხილის გასაღების ბაზარზე ტრანსპორტირება-განაწილების პროცესში. შესაძლოა ჟოლოს ნაყოფებს მოკრეფის შემდეგ განუვითარდეთ ნაცრისფერის სიდამპლე, ან ფიზორიოზი. ნაყოფის ზედაპირზე შეიძლება გამოჩნდეს სოკოს ბამბისებრი ნაზარდი Rhizopus სოკო არ იზრდება 5°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მსგავსი სიახლეები