
17 / 01 / 2019
გამომწვევი ვირუსი – RLCV.
დაავადების სიმპტომები. დაავადებას ავრცელებს ჟოლოს მავნებელი მწერი – მცირე ჟოლოს ბუგრი. ფოთლების დახვევის ვირუსით დაავადებული ჟოლოს ფოთოლი ჩვეულებრივზე უფრო მცირე ზომისაა, აქვს მუქი-მწვანე შეფერილობა და დახვეულია შიგნით, ქვედა მიმართულებით.
დაავადებული ყლორტები თავდაპირველად ბაცი-მოყვითალო მწვანე ფერისაა. ზრდის პროცესის პარალელურად ყლორტები იღებენ მუქ-მწვანე შეფერილობას. ასეთი ყლორტი მყიფეა – ადვილად იმტვრევა.
მცენარეზე არსებული მსხმოიარე გვერდითი ყლორტები ჩვეულებრივზე მოკლე და ვერტიკალურია.
დაავადებული ნაყოფი მცირე ზომისაა, მშრალია და ადვილად იფშვნება.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდი: გაზაფხული, შემოდგომა.
პრევენციის ღონისძიებები:
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
- ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
- ბრძოლა ბუგრების წინააღმდეგ.
-
ცხვრის ბრუცელოზი - სიმპტომები და პროფილაქტიკა 15.01.2019 1329 ნახვა
-
დეკორატიული კომბოსტო - თესვა, ჩითილის გამოყვანა, მოვლა 17.01.2019 3127 ნახვა
-
ვაზის საძირეები - 420 A ბერლანდიერი X რიპარია 17.01.2019 1434 ნახვა