
სიმწიფის მაჩვენებლები: ბადრინჯნის ნაყოფი სიმწიფის სხვადასხვა ფაზაში იკრიფება. ეს დამოკიდებულია ქვესახეობაზე და ტემპერატურაზე. ყვავილობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი მერყეობს 10-დან 40 დღემდე.
ბადრიჯანი იკრიფება არამწიფე ფაზაში, სანამ თესლები გადიდდება და გამაგრდება. სიმწიფისწინა ფაზის ინდიკატორებია ასევე ნაყოფის სიმაგრე და კანის ბზინვარება. გადამწიფებული ბადრიჯნის ნაყოფი გულგულიანი და მწარე ხდება.
მოსავლის აღება: ბადრიჯნის მოსავლის აღებისას ნაყოფი უნდა მოიჭრას და არ უნდა მოიწყვიტოს. ხშირად, კრეფისას, მკრეფავები ბამბის ხელთათმანებს იყენებენ ნაყოფის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. თუ ბადრიჯნის მოსავლის აღებისას და დატვირთვა-გადმოტვირთვისას არ იქნა დაცული სიფრთხილის ზომები, ნაყოფი შეიძლება დაიჟეჟოს ან მოისრისოს. დაუშვებელია ბადრიჯნის სატვირთო კონტეინერებში დასტებად დაწყობა.
შენახვის ოპტიმალური პირობები: ბადრიჯნის ნაყოფი ინახება 10-12°C ტემპერატურაზე 90-95% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ბადრიჯნის შენახვის ვადა ჩვეულებრივ 14 დღეზე ნაკლებია, რადგან ამის შემდეგ მისი ვიზუალური და სენსორული ხარისხი სწრაფად უარესდება. ლპობის რისკი მატულობს > 2 კვირით შენახვის მერე, განსაკუთრებით ბადრიჯნის საცალო ვაჭრობის ობიექტებში გადატანის შემდეგ. წონის კლების თავიდან ასაცილებლად ხშირად გამოიყენება ზემოაღნიშნულზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე მოკლე ხნით შენახვა, მაგრამ საცალო ვაჭრობის ობიექტებში გადატანის შემდეგ შეიძლება თავი იჩინოს სიცივით დაზიანებამ.
-
ფრინველის ასკარიდიოზი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა 15.01.2019 1539 ნახვა
-
მარწყვის ჯიშები - ჩენდლერი 18.01.2019 1716 ნახვა
-
ღომის გუდაფშუტა - სიმპტომები, ბრძოლის ღონისძიებები 15.01.2019 1288 ნახვა