
გამომწვევი სოკოები – Monilia cinerea. და Monilia mali.
დაავადების გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ მცენარეულ ნარჩენებში.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 14-16°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90-97%-ის ფარგლებში.
დაავადების სიმპტომები. მონილიოზური სიდამწვრის პირველი ნიშნები შეინიშნება ახალგაზრდა ფოთლებზე – მთავარი ძარღვის გასწვრივ არსებული ქსოვილები წითლდება, ზიანდება ასევე ყუნწიც. შემდეგ ინფექცია ვრცელდება ყვავილედებზე – ზიანდება ყუნწები, ბუტონები და ყვავილები. მოგვიანებით კი დაავადება ასევე აზიანებს ნასკვებსაც – ხდება მათი გამუქება და აქვთ დამწვრის მსგავსი გარეგნული შეხედულება. ყლორტებზე წარმოიქმნება ნაცრისფერი მეჭეჭებით დაფარული ყავისფერი ლაქები.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან.
- მცენარეთა დაზიანებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).
ქიმიური კონტროლი. მონილიოზური სიდამწვრის წინააღმდეგ წამლობა შესაძლებელია ჩატარდეს კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე. გამოიყენება: ფლუოპირამი+ტრიფლოქსისტრობინის კომბონაციის, ჰექსაკონაზოლის, კაპტანის, მანკოცების და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
-
მევენახეობის მიკროზონები - ქინძმარაული 15.01.2019 2607 ნახვა
-
მევენახეობის მიკროზონები - სვირი 17.01.2019 2557 ნახვა
-
ჟოლოს ვირუსული მოზაიკა - სიმპტომები და პროფილაქტიკა 17.01.2019 2087 ნახვა