ბალი - ფიზიოლოგიური დარღვევები და მოსავლის აღების შემდგომი პათოლოგიები
17 / 01 / 2019

ფიზიოლოგიური დარღვევები: ბლის კრეფისას და მოსავლის აღების შემდეგ უხეში დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ძირითადი პრობლემებია ბალის დაწინწკვლა და დაჟეჟვა. დაწინწკვლა არის  ზედაპირის ქვეშ არსებული დაზიანების გამოხატულება. დაჟეჟილობა ჩნდება ბლის ნაყოფის ზედმეტად შეკუმშვის, დავარდნის და კრეფის და ტრანსპორტირების დროს მომხდარი სხვა ზემოქმედების შედეგად. ხშირად დაზიანების ვიზუალური სიმპტომები ჩნდება მხოლოდ შეფუთვის და ნაყოფის საბითუმო ან საცალო ვაჭრობაში მოხვედრის შემდეგ. ბალი შეიძლება ასევე დაჭკნეს და დაკარგოს წყალი სათანადოდ განვითარებული კუტიკულას არქონის გამო. წყლის დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად საჭიროა ბლის სწრაფად გაცივება და მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში შენახვა. ყუნწის გაყავისფერების შემცირება შესაძლებელია სათანადო ტემპერატურის და მაღალი ფარდობითი ტენიანობის შენარჩუნების გზით. შეფუთვისას ყუნწები შეიძლება დაზიანდეს და ეს დაზიანებები იწვევს გაყავისფერებას. ყუნწების გაყავისფერების შემცირებას ხელს უწყობს ასევე გასაცივებელ წყალში ქლორის დიოქსიდის შერევა.

მოსავლის აღების შემდგომი პათოლოგიები:  ბლის ლპობის ძირითადი მიზეზებია სოკოთი გამოწვეული ინფექციები, როგორიცაა Penicillium expansum (ლურჯი ობი), Botrytis cinerea (ნაცრისფერი ობი), Alternaria sp., Monilinia fructiocola (ყავისფერი ლპობა), Rhizopus stolonifer, Cladosporium sp., და Aspergillus niger. ამ პათოგენური ინფექციების უმეტესობა მოსავლის აღების დროს ნაყოფში მთვლემარე მდგომარეობაშია ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს წვიმის ან მოსავლის დაკრეფის და/ან შეფუთვის დროს წარმოქმნილი დაზიანებების გზით. მოსავლის აღების შემდგომი სანიტარული მოთხოვნების შესრულება და ფუნგიციდების გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს ლპობას. დაბალ ტემპერატურაზე შენახვა, ფუნგიციდების გამოყენება და მოდიფიცრებულ ატმოსფეროში შეფუთვა CO2 -ის მაღალი შემცველობით (5 - 20%), ამცირებს პათოგენების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები