
გამომწვევი სოკო – Botrytis cinerea.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 15-24°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%.
დაავადების სიმპტომები. ნაცრისფერი სიდამპლე უპირატესად ვითარდება მოსავლის აღების შემდეგ. ამ დროს ჟოლოს ნაყოფებზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები და ნაყოფი იწყებს ლპობას. დაავადება სწრაფად ვრცელდება და შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის უდიდესი ნაწილის დალპობა.
ნაცრისფერი სიდამპლისათვის ასევე დამახასიათებელია ყავისფერი დაზიანებული უბნების გაჩენა ღეროს ზედაპირზე.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- მოსავლის აღების ოპტიმალური ვადების დაცვა – დაუშვებელია ჟოლოს გადამწიფება.
- სისტემატური მონიტორინგი და დაავადებული ნაყოფების დროული მოცილება საწყობებიდან
- შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ სიმწიფის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს წამლობები, რისთვისაც გამოიყენება ფენჰექსამიდის, ფლუდიოქსონილი+ციპროდინილი კომბინაციის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
-
კომბოსტოს ჭურჭლოვანი ბაქტერიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2524 ნახვა
-
ფეიჰოა - პლანტაციის მოვლის აგროწესები 17.01.2019 2682 ნახვა
-
საზამთრო – თესლის შერჩევა, თესვა, მოვლა-მოყვანა 18.01.2019 6744 ნახვა