
მოსავლის აღება. სატაცურის მოსავლის აღება იწყება დარგვიდან მესამე წელს. საშუალოდ ერთი მცენარე 50-60 გრამიან 10-15, ზოგჯერ კი 20-30 ყლორტს იძლევა. იკრიფება 20-25 სმ-იანი სატაცურის ყლორტები.
მოსავლის აღების პერიოდი 40-45 დღე გრძელდება.
მოკრეფა საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ დილის, ან საღამოს საათებში.
მოკრეფილი ყლორტები 15-25 ცალიან კონებად იკვრება და დანიშნულების ადგილზე იგზავნება.
მოსავლის შენახვა. სატაცურის შენახვის რეკომენდირებული პირობებია 0-2°С ტემპერატურა 95-99% ფარდობითი ტენიანობით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ვარგისიანობის 14-21 დღის განმავლობაში.
შენახვისას დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიური დაბერების, ქსოვილის გახევების და არომატის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მაღალი ფარდობითი ტენიანობა აუცილებელია სიახლის შესანარჩუნებლად.
სატაცურს ტრანსპორტირებისას ალაგებენ კონტეინერებში წყლით გაჟღენთილ საფენთან ერთად, რაც ხელს უწყობს მაღალი ფარდობითი ტენიანობის შენარჩუნებას და წყლის დაკარგვის თავიდან აცილებას. თავისუფალი წყლის ჭარბი რაოდენობა შენახვის ან ტრანსპორტირების დროს შედარებით მაღალი ტემპერატურის პირობებში გამოიწვევს ლპობას.
გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საცალო ვაჭრობის ობიექტებში სატაცურს უმეტესად ათავსებენ ცივ წყლიან ჭურჭელში ან დახლ-მაცივარზე.
-
სამკურნალო მცენარეები - აბზინდა 20.05.2019 2864 ნახვა
-
ღომი (Setaria italica) - აგროტექნიკა, მოვლა-მოყვანის წესები 17.01.2019 2781 ნახვა
-
ფერმერთა ისტორიები – მეფრინველეობის ფერმა ახმეტაში 24.05.2019 2915 ნახვა