
ფიზიოლოგიური დარღვევები. შენახვის პერიოდში სატაცურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური დარღვევაა დაგრძელება და წვეროს მოღუნვა: ბაღის სატაცური აგრძლებს ზრდას დაკრეფის შემდეგ, თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გაცივებული და შენახული <5°C ტემპერატურაზე. ყლორტის ძირის კონტაქტი წყალთან ასევე უწყობს ხელს ზრდას და დაგრძელებას. ყლორტის წვეროს მოღუნვა ხდება მისი ზრდის გამო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. წვეროს მოღუნვა შეიძლება ვერტიკალურ მდგომარეობაშიც მოხდეს, როდესაც ყლორტის წვერო მიაღწევს შეფუთვის ბოლომდე და ფიზიკურად მოიღუნება. წვეროს მოღუნვის თავიდან ასაცილებლად ბაღის სატაცურის ყლორტების წვეროები 2-5 წუთით უნდა მოთავსდეს 45 - 50°C ტემპერატურის წყალში.
ყლორტების გამაგრებას იწვევს ქსოვილის გახევება და ბოჭკოს განვითარება, რომელიც ძირიდან იწყება წვეროსკენ ვითარდება. ეს დარღვევა ჩნდება 10°C ტემპერატურაზე, სწრაფად ვითარდება 15°C ტემპერატურაზე და მას ხელს უწყობს ეთილენის ზემოქმედება.
გაფოთვლა ნიშნავს ყლორტის წვეროს მფარავი ფოთლების გაშლას ყლორტების ზრდის გამო. გაფოთვლა ბიოლოგიური დაბერების ნიშანია და ხშირად შეინიშნება ოპტიმალურზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი შენახვის ან გადამწიფებული ყლორტების დაკრეფის შემთხვევაში.
გაყინვით გამოწვეული დაზიანება ჩნდება -0.5 °C ტემპერატურაზე და იწვევს წყლით გაჯერებას და ქსოვილის დარბილებას.
მოსავლის აღების შემდგომი პათოლოგია: ბაღის სატაცური ყველაზე გავრცელებული მოსავლის აღების შემდგომი პათოლოგია არის ბაქტერიული თეთრი სიდამპლე, რომელსაც იწვევს Pectobacterium carotovora ან Pseudomonas spp. ლპობა შეიძლება ყლორტის ნებისმიერ ადგილას დაიწყოს სიდამპლის ფოსოების წარმოქმნით. მწვანე ძირიანი ყლორტები უფრო დაუცველია ამ პათოლოგიის მიმართ, ვიდრე თეთრ ძირიანი. ამ დაავადებასთან საბრძოლველად ბაღის სატაცური უნდა ინახებოდეს < 5°C ტემპერატურაზე. ზოგიერთ ადგილებში ბაღის სატაცურის ლპობა ან გაფუჭება დაკავშირებულია Fusarium, Penicillium და Phytophthora სოკოებთან.
-
მომზადდა კულტურათა წამლობების სახელმძღვანელოები 24.04.2019 1837 ნახვა
-
სოიას ჯიშები - კოლხიდა 4 17.01.2019 2238 ნახვა
-
ჟოლოს ვერტიცელიოზური ჭკნობა - სიმპტომები და პროფილაქტიკა 17.01.2019 2971 ნახვა