
ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლები: მოსავლის სიმწიფე დამოკიდებულია ზომაზე და ბაზრის მოთხოვნაზე. ოვალური ტიპის ბოლოკის დიამეტრი არის დაახლოებით 2 და 3 სმ .
ფოთლიანი ბოლოკები იკრიფება ჩვეულებრივი ან დიდი ზომის კონებით, ხოლო ნაყოფები იფუთება პოლიეთილენის პარკებში ჩვეულებრივ ან მსხვილ კონტეინერებში.
შენახვის ოპტიმალური პირობები: ძირხვენიანი ბოლოკი ინახება 3-4 კვირა 0°C ტემპერატურაზე და 90-95% ჰაერის შეფარდებით ტენიანობაზე. უფრო ნაკლები, დაახლოებით 7 დღე ინახება ბოლოკი 7.2°C ტემპერატურაზე.
ფოთლიანი ბოლოკების კონა უფრო რთული შესანახია, რადგან ძირხვენა მალე ფუჭდება. თუმცა, მათი შენახვა შეიძლება 0 °C ტემპერატურაზე და 90 - 95% ჰაერის შეფარდებით ტენიანობაზე. ამ პირობებში იგი ინახება 1-2 კვირა. ზამთრის ან შავი ბოლოკი ინახება იგივე პირობებში 2-4 თვე. თავზე ყინულების დალაგება კიდევ უფრო საღად ინახავს ბოლოკს.
-
პომიდორის სეპტორიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 1658 ნახვა
-
პროექტის პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 19.03.2019 1999 ნახვა
-
ბოსტნეულის თესლის გაღივება - მნიშვნელობა და წესები 17.01.2019 2681 ნახვა