ხეხილის მავნებლები – რგოლური პარკხვევია
17 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება: Malacosoma neustria L.

აღწერილობამავნებლის მატლის სიგრძე 5 სმ-მდეა. მისი თავი და სხეული ნაცრისფერია და რბილი ბეწვებითაა დაფარული. მატლს ზურგზე სიგრძივ თეთრი ზოლი გასდევს, რომლის აქეთ-იქით ნარინჯისფერი და შავი-მურა ზოლებია. უკანასკნელის შემდეგ წყვეტილი ნარინჯოვანი ზოლია და ბოლოს ცისფერი, განიერი ზოლები.

მამალი პეპელას სიგრძე გაშლილი ფრთებით 32 მმ-ია, დედლისა – 40 მმ. მისი სხეული დაფარულია მოყვითალო ფერის ბეწვებით, ხოლო მუცლის ბოლოში აქვს ბეწვების კონა. პეპელას ულვაშები სავარცხლისებრია, წინა ფრთები – მუქი ყვითელი, გარდიგარდმო მურა-მოყვითალო ზოლებით, რომელთა შორისაც ადგილი უფრო მუქია, ვიდრე ფუძესა და წვეროში. უკანა ფრთები უფრო ღია შეფერილობისაა.საქართველოს პირობებში მავნებელი ერთ თაობას იძლევა.

ზამთარს რგოლური პარკხვევია კვერცხის ფაზაში ატარებს მცენარის წვრილ ტოტებსა და ჩამოცვენილი ფოთლების ყუნწებზე.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობარგოლური პარკხვევია აზიანებს როგორც ხეხილოვან მცენარეებს, ასევე ტყის ფოთლოვან ჯიშებს. მისი მატლები აზიანებენ ხეხილოვან მცენარეთა ფოთლებს. გარდა ამისა, მასობრივი გამრავლების შემთხვევაში მავნებლის უკანასკნელი ხნოვანების მატლები აზიანებენ ახალგაზრდა ნაყოფებსაც, მთლიანად ანადგურებენ ფოთლის ფირფიტას და აშიშვლებენ მცენარეს.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნარგაობებისრეგულარული გაწმენდა მცენარეული ნარჩენების და ჩამოცვენილი ფოთლებისაგან.
  • დაუზიანებელხეებზე მატლების გადასვლის აღსაკვეთად, ტამბის ფუძესთან წებოვანი რგოლების გაკეთება.

წამლობები. მავნებლის მასობრივი გამრავლების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი წამლობების განხორციელება. ამ მიზნით მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება ინსექტიციდები პირეტროიდების ჯგუფიდან: დელტამეტრინი, ციპერმეტრინი და სხვ.

მსგავსი სიახლეები