
ინფექციური დაავადებაა, მიზეზია ჭრილობა ან ტრამვა, ხასიათდება აიროვანი შეშუპების სწრაფი წარმოქმნით, ქსოვილების დაშლით და სეფსისით. ავადდება ადამიანიც.
დაავადების გამომწვევი მოხვდება რა ჭრილობაში, გამოყოფს ტოქსინებს და იწვევს აირების გამოყოფას. დაზიანებულს ქსოვილებში გროვდება ტოქსინი, რაც იწვევს შეშუპებას. ცხოველები იღუპებიან ინტოქსიკაციით.
დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი გრძელდება 12 საათიდან 5 -6 დღემდე. ტრავმის ადგილზე წარმოიქმნება ცხელი, მტკივნეული, მზარდი შესივება. რამდენიმე საათში იგი ცივდება, ხდება ცომისმაგვარი და უმტკივნეულო. შეშუპება ვრცელდება ბარძაყზე, შორისში, ცურზე, მუცელზე და გავის მიდამოებში. დაავადება მიმდინარეობს მწვავედ და მთავრდება ცხოველის სიკვდილით.
მკურნალობა. შეშუპების ადგილზე აკეთებენ ფართო განაკვეთს, რათა ინფილტრატი გამოედინოს, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს, რითაც გზა ეხსნება ჟანგბადის მიწოდება ჭრილობებში და ანაერობების გამრავლება ფერხდება. ჭრილობას ამუშავებენ 1-2%-იანი წყალბადი ზეჟანგის ხსნარით, მანგანუმჟავა კალიუმით 1:1000 ან პოვიდონ იოდის ხსნარით.
კუნთში შეყავთ ანტიბიოტიკები: პენიცილინი, ტეტრაციკლინი, მაღალ დოზებში.
პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. საჭიროა დავიცვათ ასეპტიკის წესები - ჭრილობაში არ უნდა მოხვდეს მიკროორგანიზმები ქირურგიული ოპერაციების დროს. გართულებული მშობიარობისას მაშინვე უნდა შევუყვანოთ ანტიტოქსიკური შრატი სამკურნალო დოზით.
სადგომს სადაც იმყოფებოდა ავადმყოფი ცხოველი, უტარდება დეზინფექცია.
სტაციონალურად, სადაც წლების მანძილზე მეორდება დაავადება; არაკეთილსაიმედო მეურნეობებში, იყენებენ კონცენტრირებულ პოლივალენტურ ჰიდროჟანგ ალუმინის ვაქცინას: ბრადზოტის, ინფექციური ენტეროტოქსემიის, ავთვისებიანი შეშუპების და ანაერობული დიზენტერიის საწინააღმდეგოდ. იმუნიტეტი გრძელდება 4-5 თვე.
იყენებენ აგრეთვე პოლიანატოქსინს კლოსტრიდიოზების საწინააღმდეგოდ. იმუნიტეტი გრძელდება 10 თვე.
შემდგენელი: ანა ბოკუჩავა
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
-
ცერეცო - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები 18.01.2019 4091 ნახვა
-
სამკურნალო მცენარეები - უნაბი 25.05.2019 6183 ნახვა
-
ქამა სოკო - მოვლა-მოყვანის წესები 20.03.2019 15279 ნახვა