.jpg)
აღმძვრელი. წვრილი ზომის ჩხირია, წამრვალებული ბოლოებით. 56°C- მდე გაცხელება კლავს მიკრობს 10 -15 წუთში.
წყალში ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას 44 დღე.
ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. დაავადების გამომწვევი მიკრობის შემნახავს და გამავრცელებელს ბუნებაში წარმოადგენენ მღრღნელები. გარდა ამისა, დაავადებული ცხოველის ორგანიზმიდან დაავადების გამომწვევი გამოიყოფა და ვრცელდება ცხვირიდან გამონადენით, შარდით, ფეკალით. ცხოველი ავადდება ძირითადად დასნებოვნებულ საკვებთან და სხვა ნივთიერებებთან კონტაქტით. დაავადების გამომწვევი ცხოველის ორგანიზმში ასევე შესაძლებელია მოხვდეს კანიდან და სასუნთქი გზებიდან. ადამიანი კი ინფიცირდება ძირითადად წყლით და საკვებით, რომლებიც დაბინძურებულია დაავადებული მღრღნელების გამონაყოფებით. გარდა ამისა, ადამიანი შესაძლოა დაავადდეს რესპირატორული (შესუნთქვით) გზით და მწერების დაკბენით.
მიმდინარეობა და სიმპტომები. ავადმყოფობის ინკუბაციური პერიოდი 2-14 დღეა. ცხოველებს აღენიშნებათ ცხელება, უმადობა, ხველება, ქოშინი, გამონადენი ცხვირის ღრუდან და თვალებიდან, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები (მენინგოენცეფალიტები). ავადმყოფობა გრძელდება 10 -28 დღე და მთავრდება ცხოველის სიკვდილით.
დიაგნოზი. დიაგნოზი დაისმის მელიოიდოზზე ეპიზოოპოლოგიური მონაცემებით, კლინიკური და პათოლოგიური - ანატომიური სურათის საფუძველზე. ამიტომ მიმართავენ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას.
იკვლევენ დაავადებული ცხოველია შარდს, სისხლს, ექსუდატს, ცხვირიდან გამონადენს..
დიფერენციული დიაგნოზი. უპირველესად უნდა გამოითიშოს ქოთაო.
მკურნალობა. სპეციფიკური სამკურნალო საშუალებები შემუშავებული არ არის. ავადმყოფ ცხოველს ანადგურებენ.
იმუნიტეტი. გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვითარდება ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე უნარჩუნდება ცხოველს.
პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. ანადგურებენ მღრღნელებს და სისხლისმწოვ მწერებს, არ უნდა დაიშვას საკვების, წყლის დაბინძურება მღრღნელების გამონაყოფით.
ავადმყოფ ცხოველებს კლავენ და ანადგურებენ.
იძულებითი დაკვლა სახორცედ აკრძალულია, როგორც ავადმყოფი ცხოველების, ასევე დაავადებაზე ეჭვმიტანილების.
შემდგენელი: ანა ბოკუჩავა
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
-
წიწმატი - დახასიათება და დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი 20.04.2019 4070 ნახვა
-
აგროპედია – პროექტის მიზნები და შედეგები 08.03.2019 4273 ნახვა
-
ნესვის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1567 ნახვა