მრპ-ის ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული - სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

ჯილეხი ცხოველისა და ადამიანის (ზოონოზური) განსაკუთრებით საშიში მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ახასიათებს სეპტიცემია, მძიმე ინტოქსიკაცია, კარბუნკულების წარმოქმნა.

ეტიოლოგია. გამომწვევია Bacillus antracis - გრამდადებითი, აერობული, სპორაწარმომქნელი ბაცილაა. ორგანიზმის გარეთ ის წარმოქმნის სპორას. ხასიათდება არაჩვეულებრივი მდგრადობით, დუღილს უძლებენ 45-60 წუთის განმავლობაში, მინუს 10 გრადუსზე - 24 დღე, გაყინულ ხორცში -150C -  15 დღე. ხორცის დამარილება და გაშრობა ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს. მიწაში ბაცილამ შეიძლება იცოცხლოს საუკუნეები. მადეზინფიცირებელი საშუალებებიდან ყველაზე ეფექტურია ქლორშემცვლელი პრეპარატები.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. ჯილეხით ძირითადად ავადდებიან გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხი, როგორც წესიარ გადადის. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ და წვრილ რქოსან პირუტყვს. ინფექციის წყაროა - ავადმყოფი ცხოველი, რომელიც გარემოში გამოყოფს ბაქტერიებს; ყველაზე მნიშვნელოვანი  არის ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეში. ლეშის გაკვეთა დაუშვებელია. საშიშია ავადმყოფი ცხოველის იძულებით დაკვლა. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით სისხლსმწოველ მწერებს, ხორცისმჭამელ ცხოველებს და მტაცებელ ფრინველებს. ჯილეხი უპირატესად სეზონურ ხასიათს ატარებს და უკავშირდება საძოვრულ პერიოდს.დასნებოვნებას ხელს უწყობს პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება. დაინფიცირების წყაროა ინფიცირებული საძოვრები და წყალი, სისხლი, ლორწო, ტყავი, მატყლი, ხორცი და სხვა. ცხოველის დასნებოვნების ძირითადი გზა არის ალიმენტური.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღემდეა. კლინიკური სურათის მიხედვით ჯილეხის ორი ფორმა არსებობს: სეპტიკური და კარბუნკულური. პირობითად არჩევენ: კანის, ნაწლავების, ფილთვების და ანგინის ფორმებს. ჯილეხი ჩვეულებრივად მიმდინარეობს ზემწვავედ (ელვისებურად) და მწვავედ, იშვიაად - ქვემწვავედ. ზემწვავე მიმდინარეობა უმთავრესად შეიმჩნევა თხაში და ცხვარში. მწვავე მიმდინარეობას ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა,  გახშირებული სუნთქვა და პულსის, სისუსტე, ინტოქსიკაცია, უმადობა, კუნთების კანკალი, ლორწოვანი გარსები ციანოზი, წერტილოვანი სისხლჩაქცევებით,პროდუქტიულობის დაკლება. ცხენებში დამახასიათებელია სისხლიანი შარდი. ცხოველი 2-3 დღეში კვდება. მას პირიდან და ცხვირიდან ქაფი და სისხლნარევი სითხე გამოსდის. ჯილეხის ბუნებრივად მოხდის შემთხვევაში ცხოველს უკალიბდება მგრადი ხანგრძლივი იმუნიტეტი.

დიაგნოზი. ადგენენ კლინიკურ-ეპიზოოტოლოგიური მონაცემების და ლეშის დათვალიერების შსაფუძველზე. ადასტურებენ ლაბორატორიული გამოკვლევებით.

დიფერენცირებული დიაგნოზი. მსხვილ რქოსან პირუტყვში დიფერენცირებული დიაგნოზი უნდა გავავლოთ ემკართან, ავთვისებიან შეშუპებასთან, პასტერელოზთან და პიროპლაზმიდოზებთან; ცხვარში - ბრადზოტი, ინფექციური ენტეროტოქსემია, პასტერელოზი, ემკარი, ავთვისებიანი შეშუპება, მოწამვლა, პიროპლაზმოზი; ღორში - ჭირი, წითელი ქარი, ჰემორაგიული სეპტიცემია, მოწამვლა; ცხენში - ავთვისებიან შეშუპება და პეტექიური ცხელება.

დაავადების მკურნალობა. ჯილეხის საწინააღმდეგო ჰიპერიმენური შრატთნ ან  გამა – გლობულინთან, ანტიბიოტიკები პენიცილინის და ტეტრაციკლინის რიგებიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 დღეა.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. იყენებენ ჯილეხის ვაქცინას ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციით: მსხვილი რქოსანი პირუტყვი - წელიწადში 2 – ჯერ. მოზარდი იცრება 3 თვის ასაკში პირველად, რევაქცინაცია უტარდება 6 თვის შემდეგ. ვაქცინაცია ტარდება სახელმწიფოს მიერ, თუმცა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებს მეპატრონე ვეტერინარის დახმარებით.

ვაქცინაცია იცავს პირუტყვს 100%-ით.

ჯილეხის აფეთქების შემთხვევაში დაუკოვნებლივ აწესებენ კარანტინს.

ლეში უნდა დაიწვას სპეციალურ ღრმა ორმოში. ხორცისა და სხვა პროდუქტების გამოყენება აკრძალულია.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

 

მსგავსი სიახლეები