
ზოგადი აღწერა. რეჰანი (Ocimum basilicum) სურნელოვანი ბოსტნეულია, საკვებად გამოიყენება მისი ფოთლები. რეჰანს ხმარობენ სხვადასხვა კერძებსა და სალათებში, როგორც ჩასაჭრელი ბოსტნეული არომატისათვის. რეჰანი ფართოდაა გავრცელებული საგარეუბნო მეურნეობებში. ის ერთწლიანი მცენარეა. ეკუთვნის ტუჩოსანთა ოჯახს. ღერო აღწევს 10-40 სმ სიმაღლეს. ყვავილობას იწყებს ივლის – აგვისტოში. თესლი მუქი ფერისაა და 1 გრ შეიცავს 600-800 ცალს.
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. რეჰანი სითბოს მოყვარული მცენარეა. აღმოცენებას იწყებს 20-30°C-ზე. უმნიშვნელო ყინვაც კი მასზე დამღუპველად მოქმედებს. რეჰანის ღივი ამოდის დათესვიდან მე-12 – მე-14 დღეს. თესლი ინახება 4-5 წელს.
რეჰანი ტენის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი კულტურაა, იგი კარგად ვითარდება და კარგ მოსავალს იძლევა ორგანული სასუქით კარგად განოყიერებულ ნიადაგზე.
-
სიმინდის წამლობების ტაბულა 18.09.2019 1979 ნახვა
-
პომიდვრის სკლეროტინიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2542 ნახვა
-
სამკურნალო მცენარეები - არნიკა 09.03.2020 2387 ნახვა