
2018 წლის 12- 14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართა აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ გამოფენაში წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ღვინის-ნიადაგის ლაბორატორია და საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ ინოვაციური ელექტრონული აგრო-ბიბლიოთეკა – “აგროპედია”. გარდა ამისა, აგროპედია ასევე წარადგინეს ბათუმში გამართულ მეორე, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
ამ დროისათვის აგროპედიას კიოსკები ფუნქციონირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში.
GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა. მისი ძირითადი მიზანი არის ქ. ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება. „Agro Batumi 2018“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება.
აღნიშნული სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ფერმერებისთის, მეწარმეებისთვის და ინვესტორებისთვის. აგრო ბათუმის ღონისძიებაზე ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია აგრო მიმართულებით, დაათვალიერონ და დაამყარონ ბიზნეს ურთირთობები, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებთან ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ფერმერებთან და მეწარმეებთან.
-
მუშმულა - აღწერილობა, მოვლა-გამრავლების წესები 23.04.2019 4365 ნახვა
-
თხილის ნაყოფის სიდამპლე – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 3986 ნახვა
-
ძაღლის ავთვისებიანი შეშუპება - სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 3234 ნახვა