
გამომწვევი სოკო – Elsinoe veneta.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 21-30◦C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.
სიმპტომები. ანთრაქნოზი აზიანებს მაყვლის ღეროებს, ფოთლებს და ნაყოფს. შესაბამისად, დაავადების სიმპტომებიც აღნიშნულ ორგანოებზე ჩნდება.
დაავადებულ ღეროზე ჩნდება მცირე ზომის მოწითალო, ან ალისფერი დაზიანებული უბნები. დროთა განმავლობაში დაზიანებული არეალი იზრდება, ოდნავ ამოიზნიქება, მისი ცენტრი იღებს მორუხო შეფერილობას, შემდეგ დაზიანებული უბნის ცენტრი ჩაღრმავდება და სკდება. დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული სახის დაზიანებული უბნები მრავლდებიან ღეროს ზედაპირზე ერთმანეთს უერთდებიან და წარმოიქმნება დიდი ზომის დაზიანებული ადგილები.
ფოთლებზე ჩნდება მცირე ზომის ლაქები ღია-რუხი წერტილით და ალისფერი გარსით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლაქები ცვივა ფოთლიდან და ფოთოლზე ლაქის ადგილას წარმოიქმნება ნახვრეტები.
ანთრაქნოზით დაავადებული მაყვლის ნაყოფები მცირე ზომისაა და მწიფდება არათანაბრად.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
- ბაღის გაშენებისას ოპტიმალური მანძილების დაცვა მცენარეებს და რიგებს შორის.
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
პესტიციდებიდან დაავადების წინააღმდეგ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ გამოიყენება: კაპტანის, პროპიკონაზოლის, აზოქსისტრობინის, პირაკლოსტრობინის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური მქონე სხვ. მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
მავნებლის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი პესტიციდის სავაჭრო დასახელება:
- „სანაზოლი“.
- „ბამპერი“.
- „კვადრისი“.
-
მსხლის ჯიშები - კონფერენსი 17.01.2019 3658 ნახვა
-
რეჰანი – აგრობიოლოგიური დახასიათება 18.01.2019 2687 ნახვა
-
საზამთროს თესლის დალბობის წესი და მნიშვნელობა 18.01.2019 1717 ნახვა