
ჭინჭრის ნაყენს გააჩნია გამაჯანსაღებელი და ზრდის მასტიმულირებელი თვისება და დადებით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებაზე.
ჭინჭრის ნაყენი მზადდება გაზაფხულზე ან ზაფხულში (თესლის გამოღებამდე) მოთიბული ნედლი ჭინჭრისგან. მწვანე მასა უმჯობესია მოთავსდეს ხის, პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში. 1 კგ ნედლ დაქუცმაცებულ (შესაძლებელია მისი ხელთათმნიანი ხელით მოსრესაც) ჭინჭარზე ისხმევა 10 ლიტრ წყალი (სასურველია წვიმის წყალი, მზეზე შემთბარი). შემდეგ ხდება ჭურჭელის მზეზე მოთავსება, მზეზე მოთავსებული ჭურჭელი უნდა იყოს ბადით თავდახურული, რათა მასში ფრინველი ან მცირე ცხოველები არ ჩავარდნენ. ამ პერიოდში საჭიროა ყოველდღიურად კარგად მორევა. დუღილის პროცესი 10-15 დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ხდება ნაყენის გაფილტვრა, 1 ლიტრის გაზავება 10 ლიტრ წყალში და მიღებული ხსნარით ბოსტნეულის ან სხვა კულტურების მორწყვა (გარდა ნივრის, ხახვის, ლობიოს და ბარდისა, ამ მცენარეების ჭინჭრის ნაყენით მორწყვა არ არის რეკომენდებული). აუცილებელია რომ ნაყენის გაზავება მოხდეს უშუალოდ მოხმარების წინ, არ შეიძლება გაზავებული ნაყენის შენახვა.
-
ლურჯი მოცვის დაავადებები – ანთრაქნოზი 15.11.2018 2389 ნახვა
-
მუხუდო - აგრობიოლოგიური დახასიათება 15.01.2019 2187 ნახვა
-
ტემპერატურის ნორმები - NAO 23.05.2020 1084 ნახვა