პომიდვრის სკლეროტინიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევები – Sclerotinia libertiana და Sclerotium bataticola

დაავადების სიმპტომები – დაავადების ძირითადი სიმპტომები მოიცავს თანდათანობით ჭკნობას და ღეროს ლპობას ღრმულების ჩამოყალიბებით.

დაზიანებულ ნაყოფებზე ფორმირდება თეთრი ბუსუსებიანი ნადები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა მთავრდება მცენარის დაღუპვით.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სწორი რწყვის რეჟიმი.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთებიდან და მათი განადგურება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები