ჭარხლის დაავადებები - ჩითილის ფესვის სიდამპლე
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკოები – Phoma betae, P.debaryanum, Aponomyces levis.

დაავადება აზიანებს ჭარხლის აღმონაცენებს, მიწის ზედაპირზე აღმოცენებამდე ან უკვე აღმოცენებულებს, მანამ, სანამ მცენარე განივითარებს 2-3 წყვილ ნამდვილ ფოთოლს. ფესვთა სისტემის განვითარების შემდეგ კულტურა პრაქტიკულად მედეგია დაავადების მიმართ.

დაავადების სიმპტომები. ავადმყოფობის პირველი სიმპტომები იწყება აღმოცენებისას. ამ დროს ლებანფოთლის ქვეშ, მუხლთან ან ფესვთან ჩნდება პატარა მუქი ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები იზრდება და მთლიანად უვლის გარშემო ღეროს. შედეგად დაზიანებული უბანი წვრილდება და შავდება და ვეღარ უძლებს გამსხვილებული ღეროს სიმძიმეს, რის შედეგადაც ხდება მცენარეთა ჩაწოლა და დაღუპვა. იმ შემთხვევაში თუ დაავადება შედარებით სუსტადაა განვითარებული, შესაძლებელია რომ მცენარემ გაუძლოს დაზიანებას და გააგრძელოს განვითარება, თუმცა ასეთი მცენარეები ჩამორჩებიან ზრდაში და მნიშვნელოვნად ქვეითდება მათი პროდუქტიულობა. 

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნიადაგის აერაციის უზრუნველყოფა.
  • სწორი გამოკვება მინერალური სასუქებით.
  • სათესლე მასალის დეზინფექცია.
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება.
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები