ღომის დაავადებები - ბაქტერიული სიდამწვრე
18 / 01 / 2019

გამომწვევი ბაქტერია. Xanthomonas coracanae Desai, Thirumalachar&patel.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 25-30°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85-90%

დაავადების სიმპტომები. აზიანებს  ფოთლებს დაავადების გაჩენისას ფოთოლზე ჩნდება ხაზისებრი წაგრძელებული ფორმის ყვითელი ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები იძენს მუქ შეფერილობას. ფოთოლი ჭკნება.

ბრძოლის ღონისძიებები.

  • ნიადაგის მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • დაზიანებული მცენარეების დროული მოცილება ნაკვეთებიდან და განადგურება.
  • საკარანტინო ღონისძიებების დაცვა.
  • ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისაგან.
  • საღი სათესლე მასალის გამოყენება.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
მსგავსი სიახლეები