მარწყვის ფოთოლჭამია – აღწერილობა და წამლობები
18 / 01 / 2019

ლათინური დასახელება: Galerucella tenella L.

აღწერილობა. მავნებლის ხოჭო მოყვითალო-მურა ფერისაა. მისი სხეულის სიგრძე 3-4 მმ-ს შეადგენს. წინა ფრთები დაფარულია  ოქროსფერი ბეწვებით.

მავნებლის მატლის სხეულის სიგრძე 5-6 მმ-ია. იგი ყვითელი, ან სპილოსძვლისფერია, თავი და მკერდის ფარი კი მუქი ყავისფერი აქვს. ზურგზე აღენიშნება მცირე ზომის ყავისფერი ლაქები.

საქართველოს პირობებში მავნებელი წელიწადში  ერთ თაობას იძლევა.

მარწყვის ფოთოლჭამია ზამთარს ატარებს ჩამოცვენილი ფოთლებისა და გამხმარი მცენარეული ნარჩენების ქვეშ, ნიადაგის ზედა ფენებში და სხვა თავშესაფრებში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მარწყვის ფოთოლჭამიას ხოჭო მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მარწყვის მწვანე ორგანოებს, უმთავრესად კი ფოთლებს – იგი იკვებება მათი რბილობით. აღსანიშნავია რომ ერთი წყვილი ხოჭოს მიერ დაზიანებული ფართობი საშუალოდ 500 მმ2-ს აღემატება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ბრძოლასარეველა მცენარეების წინააღმდეგ.
  • წამლობების ჩატარება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ. გამოიყენება: ალფა-ციპერმეტრინის, ლამბდა-ციპერმეტრინის, ქლორპირიფოსის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები
მსგავსი სიახლეები