მარწყვის დაავადებები - ფოთლის თეთრი სილაქავე
18 / 01 / 2019

დაავადების გამომწვევი სოკო აავადებს ფოთოლს, მის ყუნწს, საყვავილე ღეროს და ნაყოფის ყუნწს. დაავადება ვლინდება მაისის შუა რიცხვებში.

დაავადების სიმპტომები – ფოთლებზე, ყუნყებზე, საყვავილე ღეროებსა და ნაყოფის ყუნწებზე ჩნდება მეწამულ-მოყავისფრო წაგრძელებული ლაქები. ფოთოლზე ლაქა უმეტეს შემთხვევაში მომრგვალოა, 1-3 მმ დიამეტრით; დასაწყისში მუქი მოყავისფრო-მეწამულია, შემდეგში ლაქის ცენტრი თეთრდება და გარშემო რჩება ფართე მუქი წითელი არშია.

დაავადების ძლიერად განვითარების დროს ლაქები ზომაში იზრდება და ერთმანეთს უერთდება, ფოთოლი იგრიხება და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაავადებული ფოთლების შეგროვება და დაწვა. ეს ღონისძიება ხდება გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე.
  • ადრე გაზაფხულზე ფოთლების გაშლისთანავე შესხურდება 3%-იანი ბორდოს ნარევით. M
  • მომდევნო წამლობა სპილენძშემცველი პრეპარატით საჭიროა ჩატარდეს ყვავილობამდე, შემდეგი კი – მოსავლის აღების შემდეგ.
მსგავსი სიახლეები