კაკლის ფუზარიოზი – სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Fusarium lateritium Nees.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 25-30°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 55%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადება უმთავრესად კაკლის ნერგებზე ჩნდება. ფუზარიოზით დაავადებულ ნერგს უჩნდება მონაცრისფრო ლაქები ფესვის ყელზე. ლაქების ზედაპირი თავდაპირველად დანაოჭებულია, დროთა განმავლობაში ლაქის ზედაპირი იწყებს სკდომას და დაზიანებულ უბანზე ფორმირდება მოწითალო მეჭეჭები.

ძლიერი დაზიანების შემთხვევაში მცენარე ხმება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • მცენარეული ნარჩენების რეგულარული მოცილება ნაკვეთებიდან.
  • საღი სანერგე მასალის გამოყენება.
მსგავსი სიახლეები