კომბოსტო - აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

ზოგადი აღწერილობა. თეთრთავიანი კომბოსტო ჯვარედინმტვერია, ორსქესიანი, ერთბინიანი მცენარეა. კომბოსტოს ყვავილს აქვს ჯამის ოთხი ფოთოლაკი, გვირგვინის ოთხი ფოთოლაკი, ღია ან მოყვითალო ფერის. მტვრიანა ექვსი: ორი მოკლე, ოთხი გრძელი, ბუტკო ოთხი, სვეტი თავისი დინგით, გამონასკვა ზედა ორბუდიანი. ერთი ყავავილის ყვავილობის ხანგრძლვობაა 3 დღე, მტევნის 15-30 დღე, მთელი მცენარის 25-60 დღე. ყვავილების გაშლა აკროპეტალურია – ქვევიდან ზევით.

თავიანი კომბოსტო გრილი ჰავისა და ყინვაგამძლე ორწლოვანი მცენარეა. პირველ წელს ინვითარებს ფოთლებს და პროდუქციულ ნაწილს თავის სახით, რომელიც სხვადასხვა ფორმის და ზომისაა მასით 3-დან 10-12 კგ-მდე. ხოლო მეორე წელს ტავის დარგვის შემდეგ გამოაქვს ძლიერი საყვავილე ღერო (სიმაღლით 1,75 მ–მდე) გვერდითი ყლორტებით, რომლებზედაც ვითარდება ყვავილები და პარკები თესლებით, რომლებიც იძლევა თესლს. იშვიათად, გარემო ფაქტორების გავლენით და შინაგანი თვისებების გამო (დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი გავლენით, მოკლე სტადიური ჯიშები) შეიძლება პირველ წელსვე აყვავილდნენ. კომბოსტოს პროდუქტიული ორგანოა თავი, რომელიც პირველ წელს წაროიქმნება. მეორე წელს მურკიანად დარგული თავი კი იძლევა თესლს.

თავიანი კომბოსტოს პირველი ნამდვილი ფოთლები ყუნწებიანია და წარმოქმნის როზეტს, ღეროს და ღეროზე განვითარებულ გიგანტურ კვირტს, ღეროს ფოთლების იღლიაში პატარა მძინარე კვირტებს.
როზეტი შეიძლება იყოს პატარა – 16 სმ, საშუალო – 60 – 80 სმ და დიდი 80 სმ-ზე მეტი. როზეტის სიდიდე ჯიშური ნიშანია, იგი დაკავშირებულია სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე და მოყვანის პირობებზე.
ფოთლის განლაგება – ჯიშური ნიშანია და შეიძლება იყოს გართხმული, ნახევრად აწეული, აწეული და ზევით მიმართული.

კომბოსტოს სათესლეები გამოზამთრების ნორმალურ პირობებში, მეორე წელს ინვითარებენ საყვავილე ყლორტებს, ყვავილობენ და გვაძლევენ თესლს.

კომბოსტოს ყვავილი ორსქესიანია-განაყოფიერების შემდეგ ნაყოფს-ჭოტს იძლევა, ჭოტში კი თესლებია განვითარებული.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. კომბოსტო სიცივის გამძლე მცენარეა. შემოდგომაზე ანუ თავების ფორმირების პერიოდში მცენარის ზრდა განვითარება გრძელდება 5-10°С ტემპერატურაზე. კომბოსტოს თავს შეუძლია გაღივდეს 3°С-ზე, ხოლო შემოდგომაზე დარგული ჩითილი უძლებს -12°С-მდე ყინვას. კომბოსტოს თესლის განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 14-20°С. შემოდგომაზე, ანუ თავების ფორმირების პერიოდში მცენარის ზრდა განვითარება გრძელდება 5-10°С ტემპერატურაზე. 27-30°С ტემპერატურის დროს კომბოსტოს ასიმილაცია და ზრდა მნიშვნელოვნად ფერხდება.

ქიმიური შემადგენლობა. კომბოსტოს ფოთლების შემადგნელობაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებები შედის, რომლებიც შენარჩუნდება მხოლოდ მწნილში, მოხარშვის დროს ზოგიერთი ვიტამინი იშლება. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია. ზღვის კომბოსტო მდიდარია A,B,ჩ,D,E ვიტამინებით. მარილებით და სასარგებლო მინერალებით.

კომბოსტოს პროდუქციული ნაწილი მდიდარია ნახშირწყლებით, მინერალური მარილებით, ცილებით და ვიტამინებით (ვიტამინი C, კაროტინი, ტიამინი (B1), რიბოფლავინი (B2), PP ნიკოტინის სიმჟავე, P (რუტინი) და სხვ. კომბოსტო ასევე შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და რკინას.

ჯიშები და ჰიბრიდები. ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით კომბოსტოს ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: საადრეო, საშუალოდ საადრეო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა დათესვიდან მომწიფებამდე 108-120 დღე, საშუალოდ საადრეოსი – 130-160 დღე, საგვიანოების 160 დღეზე მეტი.

მსგავსი სიახლეები