წაყინვებით დაზიანებული ვაზის აღდგენა
15 / 11 / 2018

წაყინვების უარყოფითი გავლენა ვაზზე. ვაზის თითოეული ნაწილი არათანაბრად პასუხობს გარემოს სხვადასხვა არახელსაყრელ პირობებს. მაგალითად, ვაზის ფესვები იტანენ -5 °C-დან- 10°C-მდე წაყინვებს, მაშინ როდესაც რქები ტემპერატურის -18°C-დან- 20°C-მდე დაცემისას ზიანდებიან.

ზარალის იდენტიფიცირება. წაყინვის შემთხვევაში კვირტის დაზიანების სიძლიერის გასარკვევად ნაკვეთის ყველა მეათე მწკრივიდან და თითოეულ მწკრივში ყველა მეათე ან მეოცე ვაზიდან მოწმდება კვირტების დაზიანების პროცენტი და რქების დაზიანების ხარისხი. დაზიანებული კვირტი იღებს მოშავო ფერს, რქას ადვილად სცილდება და იგლისება. ქერქის ქვეშ იღებს რუხ-მომუქო ფერს. ძლიერი დაზიანებისას კი კვირტი შავდება. დადგინდა რომ საქართველოში ვაზის კულტურის სუსტი (30% იანი ), საშუალო 50%, ძლიერი 70% და ძალზე ძლიერი 100% -იანი დაზიანება პირდაპირ დამოკიდებულებაშია შესაბამისად -15, -17, -19 და -21 ° ჰაერის მიმიმალურ ტემპერატურასთან.

ყინვისაგან დაზიანებული ვაზის დაჩქარებული აღდგენის მეთოდები:

  1. დაზიანებული ვაზის გასხვლა. ამ დროს გასხვლა წარმოებს დაზიანების ხარისხის მიხედვით. დაზიანების 40% ის შემთხვევაში ვაზი 14 კვირტზე ისხვლება თუ დაზიანების ხარისხი 60%-ს აღემატება 16 კვირტზე ისხვლება. ყინვით დაზიანებული ვაზების გასხვლის შემდეგ რა წესითაც არ უნდა იყოს იგი ჩატარებული საჭიროა ვაზის დროული გაფურჩქვნა.
  2. შტამბის ამაღლება. რქებისა და კვირტების ნიადაგის ზედაპირიდან დაშორებით მნიშვნელოვნად მცირდება ყინვისაგან დაზიანების ხარისხი: შტამბის 40 სმ-დან 60 სმ-მდე ამაღლება კვირტების დაზიანებას საშუალოდ 10% ით ამცირებს, 80 სმ-მდე ამაღლება –  20% ით, 100 სმ-მდე ამაღლება – 25%-ით, ხოლო 120 სმ-მდე ამაღლება კი კვირტების დაზიანებას 30%-ით ამცირებს.
  3. ცის გახსნა. ეს ღონისძიება ტარდება ზრდა-განვითარების სიძლიერის შესაბამისად. ამ დროს ვაზებს თავი გადაეჭრება მესამე მავრთულიდან 30-35სმ-ის ზემოთ. ნამხარი კი ნორჩ მდგომარეობაში შეეცლება, რაც ხელს შეუწყობს რქის მომწიფებას და მასში სამარაგო ნივთიერების დაგროვებას.
  4. მინერალური და ორგანული სასუქები. ვაზის ყინვაგამძლეობას მნიშვნელოვნად ზრდის და დაზიანებული ვაზის აღდგენას უზრუნველყოფს მინერალური და ორგანული სასუქებით მცენარის გამოკვების ოპტიმალური რეჟიმების შემუშავება და განხორციელება.
მსგავსი სიახლეები