
ჩინური, იგივე კასპური, კასპური თეთრი, ატენური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ჩინურის ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია მოჩალისფრო შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.
ჯიში ხასიათდება მცენარეული და ხილის ტონებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გორის მევენახეობის ზონაში (ტანას ხეობა) ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0 გ/ლ-ს. ჩინურისგან გორულ მწვანესთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).
-
საექტენციო პაკეტების შედგენის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო 14.09.2019 1405 ნახვა
-
ბოლოკი - ფიზიოლოგიური დარღვევები და აღების შემდგომი პათოლოგიები 17.01.2019 1297 ნახვა
-
ალუბლის მოსავლის შენახვა 17.01.2019 1390 ნახვა