
20 / 03 / 2019
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში). ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფს ოქტომბერში. აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევანი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია. მოჭარბებული ტენიანობის მიუხედავად კლარჯულის მარცვალი არ სკდება და, პროდუქციის ღირსება ამით არ მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მასში გროვდება წყლის დიდი რაოდენობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ყურძნის გემოვნურ თვისებებზე. ამიტომ მიზანშეწონილია რთველის დაგვიანებით ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მარცვალში ზედმეტი წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრაციას.
-
მაყვლის ნაცარი – სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 18.01.2019 2394 ნახვა
-
სიმინდის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1803 ნახვა
-
ფეიჰოას ჯიშები - სუპერმა 17.01.2019 2030 ნახვა