
28 / 03 / 2019
მისი ადგილობრივი სახეობებია: კუმკვატი (ჩინური) და კინკანი (იაპონური).
ხის სიმაღლე აღწევს 3,8-4,0 მეტრამდე. ვარჯი თანაბრად შეფოთლილია, ნახევრად სფერული და მეჩხერი, მისი დიამეტრი 5,2 მეტრამდეა. ჩონჩხის ტოტები შიშველია, მცირე ეკლებით ან უეკლო, მუქი-მწვანე შეფერილობით. ფოთლის ქვედა მხარე ღია ფერისაა, ზედა მხარე კი მუქი-მწვანე შეფერილობის.
ყვავილები ტეთრი ფერისაა, უბეში მჯდომარე, ერთეულებად განლაგებული.
ნაყოფი მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, ნარინჯისფერ-ყვითელი შეფერილობის. რბილობს მომჟავო-მოტკბო გემო აქვს. ნაყოფი კანიანად იჭმევა.
ლიტერატურა:
"ციტრუსოვანთა ინტენსიური აგროტექნიკა" რეზო ჯაბნიძე
-
ალუბლის ჯიშები - ჰორტენზია 18.01.2019 1443 ნახვა
-
ჭარხლის ცერკოსპორიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 1269 ნახვა
-
ფეიჰოა - პლანტაციის მოვლის აგროწესები 17.01.2019 1488 ნახვა