ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდი - აღწერილობა და უპირატესობები
06 / 04 / 2019

ზოგადი ინფორმაცია. კიტრის ლურჯფოთლიან ჰიბრიდს ახასიათებს ბევრი მნიშვნელოვანი დადებითი თვისება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კულტურის ხანგრძლივ ვეგეტაციის პერიოდს და მის საღ მდგომარეობაში შენარჩუნებას მთელი ვეგეტაციის განმავლობაში.

ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდის უმთავრესი უპირატესობებია:

რეზისტენტულობა

ჩვეულებრივი რეზისტენტობის პირობებში, მცენარეები ავლენენ საშუალო ან მაღალ მდგრადობას მავნებლების და დაავადებების მიმართ. ხოლო როდესაც მცენარის მთავარი მახასიათებელი არ არის რეზისტენტობა, მაგრამ იგი პრაქტიკაში მაინც ავლენს ამ თვისებას, ამ შემთხვევაში მას „ველზე რეზისტენტულს“ უწოდებენ.  კულტურათა ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდები.

ფოთლების შეფერილობის გამო ლურჯფოთლიანი კიტრის მცენარე ნაკლებად მიმზიდველია ისეთი მავნებლებისთვის, როგორებიცაა ფრთათეთრა და თრიფსი. იგი ადვილად არ ავადდება კიტრისათვის ძლიერ სახიფათო და გავრცელებული დაავადებებით - ფუზარიოზით და ჭრაქით. გარდა ამისა, ფოთლების სიყვითლის გამომწვევი ვირუსებით (CWSDV) დაავადების შემთხვევაშიც კი, ჰიბრიდი დიდხანს ინარჩუნებს მწვანე შეფერილობას.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, კიტრის ლურჯფოთლიანი ჰიბრიდი საუკეთესო შედეგს იძლევა ყველა რეგიონში, მათ შორის იმ რეგიონებშიც სადაც კიტრის გაყვითლების ვირუსია გავრცელებული (CWSDV).

 

ზრდის და მსხმოიარობის კარგი ბალანსი

მცენარის ზრდასა და მსხმოიარობას შორის არსებული საუკეთესო ბალანსი უზრუნველყოფს ვეგეტაციის პერიოდის მაქსიმალურ გახანგრძლივებას, რაც თავის მხრივ ზრდის მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვებენლებს: მცენარე აქტიურია ხანგრძლივი ვადით და იძლევა მაღალი ხარისხის კიტრს.

 

ქლოროფილის ოპტიმალური შემცველობა ფოთლებში

ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდის ფოთლები, ქლოროფილის საშუალოზე მაღალი შემცველობის საშუალებით  მთელი ვეგეტაციის პერიოდის მანძილზე ინარჩუნებენ მწვანე შეფერილობას. ეს აძლიერებს მცენარეში ასიმილაციის პროცესებს, რის გამოც კიტრის ლურჯფოთლიანი ჰიბრიდები უკეთესად ითვისებენ სინათლეს, რაც დადებითად აისახება მცენარის სიცოცხლისუნარიანობასა და მოსავლის რაოდენობაზე.

 

გამძლეობა არახელსაყრელი კლიმატური პირობებისადმი

ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდები გამოირჩევიან უკეთესი მედეგობით ცვალებადი კლიმატური პირობებისადმი. განსაკუთრებულ გამძლეობას ისინი ავლენენ ტემპერატურის და სინათლის სწრაფი ცვალებადობისადმი.

 

საკვები ელემენტების ათვისების ეფექტურობა

მცენარეში საკვები ნივთიერებების ეფექტური გადაადგილების და ათვისების უნარი ზრდის მცენარის მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს

 

ქართულ ბაზარზე არსებული ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდები

ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია ლურჯფოთლიანი კიტრის ჰიბრიდი „22-910 RZ F1“. მისი ძირითადი უპირატესობებია:

  • მაღალმოსავლიანობა.
  • გამოირჩევა კიტრის მოზაიკის ვირუსის, გაყვითლების ვირუსის და ნაცრის მიმართ რეზისტენტობით.
  • კიტრი მუქი ფერისაა და ტრანსპორტაბელური.
  • მცენარეს ახასიათებს ძლიერი ფესვთა სისტემა, გამოდგება პირველ და მეორე ბრუნვაში, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში (ცელოფნის სათბურებში) თესვისას.

 

ჰიბრიდის შესაძენად ან მის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ “აგროსფერო” -ს კონსულტანტებს.

 

 

წარმომადგენლობა საქართველოში:

შპს “ნობლექსი”

კახეთის გზატკეცილი N 155,

0190 თბილისი

ოფისი: 2 47 30 03/05

აგროკონსულტაცია: 2 500 900

info@noblex.ge

www.agrosphere.ge

მსგავსი სიახლეები