ფინკა ბანკის და აგროსფეროს სპეციალური შეთავაზება ფერმერებს
18 / 04 / 2019

ფინკა ბანკსა და აგროსფეროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირებისათვის. აგრო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან)-განისაზღვრა.

სპეციალური პირობები მათთვისაა, ვისაც სურს შეიძინოს ფერმერებისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში.

ფერმერებს საშუალება აქვთ სესხი მიიღონ აგროსფეროს სერვის ცენტრში, ფინკა ბანკში დამატებითი ვიზიტის გარეშე.

ფინკა ბანკის აგრო სესხი ვრცელდება აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.

ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ფერმერები, რომლებიც შეიძენენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, ტექნიკას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და აგროსფეროს ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.

„აგრო სესხზე მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტი - წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა მარტივად შეიძინონ თავიანთი მეურნეობისთვის საჭირო აგრო-ტექნიკა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და სხვა. მომხმარებლებს 60000 ლარამდე სესხის აღება შეუძლიათ 1 საათში“ - აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე.

აგროსფეროს ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორი მიხეილ გაგუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთავაზება სწორედ გაზაფხულზე იწყება, რადგან ეს პერიოდი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „აგროსფეროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და ექსკლუზიური პირობებით ფერმერებს საშუალება ექნებათ მარტივად და სწრაფად შეიძინონ მათთვის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ.“

აგრო სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ისე აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში. სესხი გაიცემა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 6-დან 15 თვემდე პერიოდით. 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია ვიზიტის გარეშე. აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო კი შეადგენს 0%-ს.

ფინკა ბანკი საქართველო უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

აგროსფერო მომხმარებელს სთავაზობს წამოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ დაგეგმვისა და მოხმარების საკითხებში პროფესიონალურ კონსულტაციას.


ტელ: +995 322 500 900

http://agrosphere.ge

მსგავსი სიახლეები