თანამშრომლობა აგრო-საექსტენციო სფეროში
24 / 04 / 2019

გაფორმდა ხელშეკრულება გაეროს სურსათისა სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) და საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობას შორის.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საკონსულტაციო სერვისების წარმოება ერთის მხრივ აგრო მიმართულების საექსტენციო პაკეტების შექმნის და მეორეს მხრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მიერ ინფორმაციის ეფექტური გავრცელების მოდელების ფორმირების მიმართულებით.

ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შედგენილი იქნა:

  1. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებების საიდენტიფიკაციო მასალები.
  2. ქვეყანაში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების აგროტექნოლოგიური ნორმატივების შედგენა (მინ. 30 კულტურა).
  3. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში წარმოებისათვის ხელსაყრელი ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების იდენტიფიცირება და მათი წარმოების აგროტექნოლოგიური ნორმატივების შედგენა.
  4.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნის და მდგრადი ფუნქციონირების პირველადი კონცეფციის შედგენა.
  5. კულტურათა მინერალური და ორგანული სასუქებით გამოკვების საბაზისო სქემების შემუშავება.
  6. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა როტაციის საბაზისო სქემების და მათი მნიშვნელობის შესახებ საჭირო მასალების ფორმირება.

გარდა ამისა, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ორგანიზაციის ჩართულობას საჯარო აგრო-საექსტენციო სტრუქტურების განვითარების სტრატეგიის ცალკეული შემადგენელი კომპონენტების ფორმირების პროცესში.

მსგავსი სიახლეები