მავნე ორგანიზმების საიდენტიფიკაციო ატლასი
24 / 04 / 2019

გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების ოფისის სამხრეთ კავკასიაში დაკვეთით, საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შედგენილი იქნა მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების საიდენტიფიკაციო ატლასი.

ატლასში განხილულია 15 მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის 126-მდე სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, მოცემულია მათი სიმპტომები ცხრილების ფორმატით – თითოეულ კულტურაზე ცალკე ცხრილებად არის წარმოდგენილი სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომატიკა, რაც ამარტივებს თითოეული დაავადების იდენტიფიცირებას, განსაკუთრებით საველე პირობებში. ასევე ატლასი მოიცავს დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული  ბრძოლის რეკომენდაციებს და სიმპტომატიკის ამსახველ ილუსტრაციებს ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მიხედვით. ილუსტრაციებს თან ერთვის შესაბამისი ინფორმაცია და განმარტებები.

ინფექციურ დაავადებათა გარდა ატლასში მოცემულია ინფორმაცია და ილუსტრაციები მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების არაინფექციური დაზიანებების შესახებ.

ატლასი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

მსგავსი სიახლეები