აგროპედია განთავსდა შიდა ქართლში
24 / 04 / 2019

შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა ზონაში, სოფელ მეჯვრისხევში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა აგროპედია.

პროექტის მიზანია  ინოვაციური პროდუქტის – აგროპედიას გამოყენებით აგროსაკონსულტაციო სერვისებსა და საჭირო ინფორმაციებზე წვდომის გაზრდა-გამარტივება კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრები ფერმერებისათვის.

პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

აგროპედია წარმოადგენს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაციის ბანკს, აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია კომპიუტერის მსგავს მოწყობილობაში.

საჭირო ინფორმაციის მოძიება მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ხელის შეხებით.

აგროპედია ორიენტირებულია აგრო-საექსტენციო სერვისების გაძლიერებაზე, ქმნის საჯარო სექტორთან თანამშრომლობის ეფექტურ მოდელს და გააჩნია ფერმერებისათვის საჭირო ინფორმაციის გავრცელების პოტენციალი ქვეყნის მასშტაბით.

“საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა” უზრუნველყოფს აგროპედიაში არსებული ინფორმაციის და მასალების მუდმივ განახლებას –  ამჟამად აგროპედიას კიოსკში მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგი სახის მასალებს და პროფესიულ რეკომენდაციებს:

  • სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები.
  • ბრძოლა კულტურათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ – წამლობათა სქემები.
  • მოსავლის აღება-შენახვა: წესები და რეკომენდაციები.
  • ახალი და პერსპექტიული კულტურების წარმოების წესები და რეკომენდაციები.
  • ვეტერინარია – შინაური პირუტყვის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
  • მეცხოველეობა – შინაური პირუტყვის მოვლა და საკვებწარმოება.
  • მეფუტკრეობა – ფუტკრის მოვლა და დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.

პროექტი ხორციელდება USAID-REAP პროექტის პროფესიული ხელშეწყობით.

შიდა ქართლში აგროპედიას განთავსებაზე ორიენტირებული პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

მსგავსი სიახლეები