სახელმძღვანელოები პროფესიული განათლების სექტორისათვის
24 / 04 / 2019

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ მომზადებული იქნა სახელმძღვანელოები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

სახელმძღვანელოები შეიქმნა აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის”  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA-G) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსის განვითარება, მოთხოვნის შესაბამისი სოფლის მეურნეობის ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრეინინგის მეშვეობით.

აღნიშნული პროექტის ფრგლებში, უშუალოდ საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შეიქმნა ოთხი სახელმძღვანელო:

  • თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის მავნებელ-დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
  • კაკლოვანი ხეხილისმავნებელ-დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
  • ციტრუსოვანი და სუბტროპიკული ხეხილოვანი კულტურებისმავნებელ-დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
  • კენკროვანი ხეხილისმავნებელ-დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

სახელმძღვანელოებში დეტალურად არის მოცემული სასწავლო-საინფორმაციო მასალები კულტურათა მავნე ორგანიზმების გავრცელების ოპტიმალური პირობების, მათთვის დამახასიატებელი სიმპტომატიკის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ისეთ მავნე ორგანიზმებს და მონაცამებს, რომელტა შესახებ არ არსებობს ინფორმაცია და მასალები სხვა ქართულენოვან ლიტერატურულ წყაროებში.

სახელმძღვანელოები უმთავრესად განკუთვნილია აგრარულ დარგებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და ასევე, სტუდენტების და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის.

მსგავსი სიახლეები