
24 / 04 / 2019
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ განხორციელდა USAID-REAP პროექტის ფარგლებში შედგენილი აგროტექნოლოგიური რუქების პროფესიული რედაქტირება, რის შედეგადაც რუქებს დაემატა აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წამლობების ტაბულები, თანამედროვე მასალები მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიცირების და მათი გავრცელებისათვის ოპტიმალური კლიმატური ფაქტორების შესახებ და სარეველების წინააღმდეგ განსახორციელებელი წამლობების სქემები.
აგროტექნოლოგიურ რუქებში დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის და მოსავლის აღება შენახვის წესები და რეკომენდაციები. რუქები განკუთვნილია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის.
-
ქათმის სინგამოზი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 3019 ნახვა
-
კაკლის ფუზარიოზი – სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 18.01.2019 3202 ნახვა
-
ჭარხლის ჯიშები - ეგვიპტური ბრტყელი 17.01.2019 1474 ნახვა