ჩატარდა ექსტენციონისტების პროფესიული საჭიროებების კვლევა
24 / 04 / 2019

„საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ მიერ შემუშავებული აგრო-ტესტირების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ჩატარდა პროფესიული საჭიროებების კვლევა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე. კვლევა განხორციელდა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

საჭიროებათა კვლევის მიზანი იყო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში მომუშავე სპეციალისტების პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და მიღებული შედეგების გამოყენება პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესში.

კვლევა ჩატარდა საქართველოს 54 მუნიციპალიტეტში 9 რეგიონალურ და 45 მუნიციპალურ სამსახურში. კვლევის ფარგლებში განხორციელდა დისტანციური ტესტირება სოფლის მეურნეობის შემდეგ დარგებში:

  • მევენახეობა.
  • მეფუტკრეობა.
  • ვეტერინარია.
  • მეცხოველეობა.
  • აგროქიმია.
  • ნიადაგმცოდნეობა.
  • მცენარეთა ქიმიური დაცვა.
  • მემცენარეობა.
  • მებოსტნეობა.
  • მეხილეობა.
  • მეციტრუსეობა.
  • ღვინის ტექნოლოგია.
  • ფიტოპათოლოგია.
  • ენტომოლოგია.
  • მოსავლის აღება-შენახვა.

აღნიშნული დარგების მიმართულებით კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა 2500-ზე მეტი სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტ-კითხვა. კვლევის შედეგების მიხედვით, მომზადდა და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის გადაეცა ანგარიში,რომელიც მოიცავს კვლევის შედეგებს და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებისათვის საჭირო პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო დარგებს/მიმართულებებს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

მსგავსი სიახლეები