
ყურძნის ხმელი კენკრა-ქიშმიში სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს ამ მდგომარეობაშიც. არსებობს სხვადასხვა სახეობის ქიშმიში, მაგრამ მეტწილად არის გავრცელებული ქიშმიში მსხვილი კურკოვანი და ჩვეულებრივი. ქიშმიშს უმატებენ სხვადასხვა კერძებში, იყენებენ ნამცხვრებისთვის,სოუსებში. ის არამარტო გემრიელი არამედ სასარგებლოცაა. იგი შეიცავ დიდი რაოდენობით ვიტამინებს B1, B2, PP, B5, B6, B9, C, E, K,H. ქიშმიში შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ქლორს, მანგანუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას.სწორედ ამ ვიტამინების არსებობა ცხადყოფს მის სასარგებლო თვისებებს. ქიშმიში მაღალკალორიულია და ეს უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც არ უნდა გასუქება.
დიდი ხნის წინ ადამიანებმა დაიწყეს ქიშმიშის გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ის შედიოდა სხვადასხვა წამლების შემადგენლობაში. ქიშმიში გამოიყენება იმუნინეტის ასამაღლებლად,ნორმაში მოჰყავს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობა. ექიმები ურჩევენ გამოიყენონ ქიშმიში, ვისაც აწუხებს სისუსტე, დაღლილობა,ვისაც აქვს ღრძილების და კბილების პრობლემები. აგრეთვე სასარგებლოა ანემიის, თირკმლის დაავადების, ოსტეოპოროზის, ჰიპერტონიის, სასუნთქი გზების და ღვიძლის დაავადებების დროს. კარდიოლოგები ურჩევენ ქიშმიშის მიღებას მათ, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემა, ასევე აწუხებს დისტონია. კურკიან ქიშმიშს იყენებენ დიზენტერიის დროს, უკურკო ქიშმიშს კი შარდის ბუშტის და თირკმელების დაავადების დროს.
რა სარგებლობა მოაქვს ქიშმიშს? ხალხურ მედიცინაში ქიშმიშს იყენებენ ბევრი წამალში. ქიშმიშის ნახარში გამოიყენება ბრონხიტის, პნევმონიის, ჰიპერტონიის დაავადებების დროს.
ნახარში მზადდება შემდეგნაირად: 100 გრ ქიშმიში მოვათავსოთ ჭურჭელში სადაც უნდა მოვამზადოთ ნახარში, დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დავტოვოთ 10 წთ სანამ გაგრილდება. ამის შემდეგ ქიშმიშს წურავენ და მიღებული ნახარშის წვენს ურევენ ერთ კოვზ ხახვის წვენს. მიღებულ სითხეს იღებენ ნახევარ ჭიქას სამჯერ დღეში.
ხველების დროსაც გამოიყენება მარტივი საშუალება. მის დასამზადებლად იყენებენ 30გრ ქიშმიშს, რომელსაც ტოვებენ 50წთს გაციებულს ანადუღარ წყალში, შემდეგ რეცხავენ წყალში და იღებენ რძესთან ერთად.
თუ თქვენ შეგაწუხათ დაღლილობამ, მიიღეთ 30გრ თხილი 20 გრ ქიშმიშთან და 50 გრ ყველთან ერთად. ეს რეცეპტი დაგეხმარებათ მოიკრიბოთ ძალები.
სანაღვლე გზების მოსადუნებლად ხალხური მედიცინა გვთვაზობს ჩავატაროთ შემდეგი პროცედურა. ავიღოთ ნახევარი ჭიქა ქიშმიში (კურკის გარეშე) კარგად გავრეცხოთ და დავასხათ ერთი ჭიქა გაციებული ანადუღარი წყალი და დავტოვოთ დღეღამის განმავლობაში. დილით უზმოდ, მშიერ კუჭზე დავლიოთ მიღებული ნაყენი და დავწვეთ მარჯვენა გვერდზე, და ნაღველას მხარეს დავიდოთ ცხელი სათბური. ასეთ მდგომარეობაში უნდა გავჩერდეთ ნახევარი საათი. ეს პროცედურა კეთდება დასვენების დღეს, რადგან ამის შემდეგ დუნდება სანაღვლე გზები. პროცედურა ცნობილია „ყრუ ზონდირების“ სახელით, და აკეთებენ კვირაში ერთხელ მთელი თვის განმავლობაში. ასე თქვენ აიცილებთ ნაღვლის ბუშტის დაავადებებს.
ქიშმიში არ შეიძლება გამოიყენენონ დიაბეტით დაავადებულებმა და ვისაც აწუხებს ჭარბი წონა. საშიშია ქიშმიშის გამოყენება მწვავე გულის უკმარისობის, ენტეროკოლიტების, ფილტვის ტუბერკულოზის (თუ აქტიური ფორმა), წყლულოვანი დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს.
ქიშმიში შეიცავს 250 იდან 370 კკლ/100გრ.
-
ეროვნული ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 13.04.2021 5075 ნახვა
-
კარტოფილის ჯიშები - იმპალა 18.01.2019 2873 ნახვა
-
მარცვლეულის ანუ სიმინდის ჩრჩილი - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები 15.01.2019 3728 ნახვა