ლურჯი მოცვი - დარგვა, მოვლა, პლანტაციის გაშენება
07 / 05 / 2019

ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ლათინური დასახელება

Vaccinium uliginosum 

ბოტანიკური ოჯახი

მანანისებრნი

სიცოცხლის ხანგრძლივობა

საექსპლუატაციო ხანგრძლივობა 40 წელი

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა

20-250C

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა

75-85%

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა

70-80%

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH

4,0-5,0

გავრცელების არეალი ზღვის დონიდან

2200 მ-მდე

საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი

1500-2000°С

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი

-20°С

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი

35°С

სასურველი წინამორბედი კულტურები

თალგამურა,  წიწიბურა, ჭვავი

არასასურველი წინამორბედი კულტურები

ჟოლო, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა.

ლურჯი  მოცვი მიეკუთვნება მანანისებრთა ოჯახს (Ericaceae)  და  მოცვისებრთა გვარს (Vaccinium), რომელშიც გაერთიანებულია საქართველოში გავრცელებული მოცვი. მოცვი მრავალწლიან ბუჩქოვან, კენკროვან მცენარეს წარმოადგენს. ლურჯი მოცვის  ნაყოფს აქვს მოლურჯო-მოშავო ეპიდერმისი (კანი), რომელიც ცვილისებრი ნაფიფქით არის დაფარული და ღია  ლურჯ შეფერილობას აძლევს.  ნაყოფის რბილობის და წვენის   ფერი   მოიცავს   კრემისფერი-თეთრიდან - მწვანემდე   დიაპაზონს.  

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. მოცვის  კულტურა  (ველური  ფორმა),  ნაკლებად მომთხოვნია  გარემო  პირობებისადმი.  იგი  ყველა  ტიპის  ნიადაგზე  ხარობს,  მაგრამ  მაქსიმალურ მოსავალს იძლევა მჟავე ნიადაგებზე. გარეულ პირობებში იგი ხარობს მწირ, ქვაღორღიან და ქვიშნარ ნიადაგებზეც. ნაკლებ მომთხოვნია სინათლისა და ტენის მიმართ. Gამოირჩევა ზედაპირული ფესვთა სისტემით და ყინვაგამძლეობით. იტანს  -25°ჩ-მდე ყინვას. საქართველოში    გავრცელებულია    მოცვის    ოთხი სახეობა: მთის, ლურჯი, წითელი და კავკასიური მოცვი.

დღეისათვის მსოფლიოში გაკულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე მეტი გავრცელება  ჰპოვა  ლურჯი  მოცვის  სახეობამ. ჩრდილო ამერიკაში წარმოშობილი ეს კენკრა, კარგად არის ადაპტირებული განსხვავებულ კლიმატურ პირობებთან. განასხვავებენ ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობას:ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვანი (Vaccinium corymbosum L.), სამხრეთ მაღალ -ბუჩქოვანი, ნახევრად მაღალბუჩქოვანი, "კურდღლისთვალა" და სხვა. ლურჯი მოცვი გაშენებისთვის მოითხოვს ტენიან, მსუბუქ და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკურ ნიადაგს - იგი კარგად ხარობს მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე.

ქიმიური შემადგენლობა. მოცვის   ნაყოფი   შეიცავს   შაქრებს   (გლუკოზა,   ფრუქტოზა), კატეხინებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავეებს, ფლავიონიდებს, ასკორბინის მჟავას, B,C,D ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს.

დამატებითი ინფორმაცია: კარგად ხარობს მჟავე ნიადაგებზე.

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებაძირითადი აგროწესები

ნიადაგის შერჩევა/მომზადება. ლურჯი მოცვის გაშენებისთვის საჭიროა ტენიანი, მსუბუქი, კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკური მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი ნიადაგი ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით. გარდა ამისა, ნიადაგი კარგად დრენირებადი უნდა იყოს, თუ დრენაჟი პრობლემას წარმოადგენს, შეიძლება მოწყობილი იქნეს შემაღლებული კვლები.

პლანტაციის გაშენებამდე 1-2 წლით ადრე ნიადაგი უნდა მოიხნას 40-50 სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ ჯვარედინალურად გადაიხნას 30-35სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ აუცილებელია რომ ნიადაგი დაიფარცხოს და დაიგეგმოს.

დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე.

ნერგინერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით.

დარგვის სქემებილურჯი მოცვის გაშენება, ხდება ბაზო-კვლევის (სფერული) სისტემით. რიგებს შორის დაშორების მანძილი 3-3,2 მეტრი უნდა იყოს, ხოლო რიგებში მცენარეთა შორის დაშორება 0,9 მეტრიდან 1,2 მეტრამდე.

აღნიშნული მანძილების დაცვის შემთხვევაში ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-3300 ძირი ნერგი.

დარგვის დრო. შემოდგომა, ან გაზაფხული.

დარგვის წესი. ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში, მოიტკეპნოს და მოირწყას. გარდა ამისა, დარგვის წინ აუცილებელია საირიგაციო სისტემების მოწყობა და ამოქმედება.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას. ნერგების დარგვის წინ  აუცილებებლია მიწის ზედა ფენაში შეტანილი იქნეს წინასწარ მომზადებული ორგანული სუბსტრაქტი, ნახერხის (სასურველია წიწვოვანი მცენარის), გადამწვარი ნაკელისა და ტორფკომპოსტის ნარევით.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით. 

ლურჯი მოცვის პლანტაციის მოვლა

ნიადაგის მოვლა. მოცვის პლანტაციაში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს კულტურის გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.

ნიადაგის კულტივაცია არ არის სასურველი, რადგან მცენარეების არაღრმა ფესვთა სისტემა იოლად შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მცენარეთა რიგებს შორის სარეველები უნდა გაითიბოს, ხოლო უშუალოდ ბუჩქების ქვეშ არსებული სარეველები კი სარეველები ხელით უნდა გაიმარგლოს. ასევე, სარეველების გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არის ნიადაგის მულჩირება.

მორწყვა.  ლურჯი მოცვის ფესვები ღემად არ ვრცელდება ნიადაგში და ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ხშირი მორწყვა. მოცვის მორწყვისას გამოიყენება კვლებში მიშვებით მორწყვა, ან წვეთოვანი სისტემა. მოცვის ნარგავები საჭიროებს 2.5-3.75 სმ3 წყალს ყოველკვირეულად.

ვარჯის ფორმირება. ახალ მოზარდ ბუჩქს სხლავენ რეგულარულად, ხოლო პლანტაციის გაშენების მესამე წლიდან ნაკლები ინტენსივობით სხლავენ. სრულ მსხმოიარობაში შესულ ბუჩქებს სხლავენ ისეთნაირად, რომ ბუჩქზე მივიღოთ თანაბრად განაწილებული საყვავილე ყლორტები. ამისათვის ბუჩქს აცლიან დაბალ და სუსტ ნაზარდებს, დაავადებულ და დაზიანებულ ტოტებს. წლების განმავლობაში მსხმოიარე ტოტებს უტარდებათ პინცირება (კვირტების წაცლა) ისე, რომ თითოეულ ტოტზე დარჩეს 4-6 საყვავილე კვირტი. ბუჩქებზე ასეთ ტოტებს იყენებენ 4-6 წლის განმავლობაში,

ხოლო შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება ახალი მოზარდი ტოტებით.

ნიადაგის განოყიერება. მოცვის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომზადებული მინერალური სასუქების შემდეგი ნაზავით:

  • ამონიუმის სულფატი (90 გრ).
  • სუპერფოსფატი (110 გრ).
  • კალიუმის სულფატი – ერთწლიან ბუჩქზე 10გრ, ორ წლიანზე — 20გრ, სამ წლიანზე — 30გრ, ოთხწლიანზე — 40გრ, ხუთ წლიანზე — 80გრ, ექვსწლიანზე და მეტი ასაკის ბუჩქზე — 160გრ.

სასუქების შეტანა პირველად უნდა ჩატარდეს ორჯერ: პირველად ადრე გაზაფხულზე მცენარის მასიური ყვავილობისას და მეორე შეტანა კი უნდა განხორციელდეს ნაყოფის გამონასკვის შემდეგ. სასუქის შეტანის შემდეგ სასურველია რომ მცენარე მოირწყას.

მოსავლის აღება. მოსავლის აღება იწყება ივნისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივლის-აგვისტოში. მოსავალს იღებენ მაკრატლის გამოყენებით. სრულ მსხმოიარობაში შესული ერთი ბუჩქიდან შეიძლება მივიღოთ 5-6 კგ. ნაყოფი. მოკრეფილ ნაყოფს ათავსებენ სპეციალურ პოლიმერულ ყუთებში და ინახავენ 2-4°C ტემპერატურაზე. შემდგომში ახდენენ ნაყოფის შოკურ გაყინვას და რეალიზაციას.

მსგავსი სიახლეები